08/10/201 778 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ნიკა გვარამია - ქართული ოცნება არის ჩემთვის პირველი მტერი, იმიტომ, რომ ჩემი ხალხის მტერია

ტვ იმედის გენდირექტორის მოადგილის ნიკა ლალიაშვილის მიერ ნიკა გვარამიასა და "მთავარი არხის" დასახელებას  ნომერ პირველ მტრად თავად ნიკა გვარამია ეხმიანება და ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მართლაც მისი მტერია, რადგან მტრობს მის ქვეყანას და ხალხს.
ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა გადაცემაში "დღის სტუმარი" განაცხადა. 
"ქართული ოცნება არის ჩემთვის პირველი მტერი, იმიტომ რომ ჩემი ხალხის მტერია. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო რამეს ამბობენ, რომ მთავარი არხი აგდებს ოცნებას ხელისუფლებიდან და როცა წავა ოცნება, მიყვება ლალიაშვილიც და იმედიც", - ამბობს ნიკა გვარამია.
მისი თქმით, რუსეთის მტერია, რადგან პატრიოტი, დისიდენტი ოჯახიდანაა და ასწავლიდნენ, რომ რუსეთი მტერია. რაც შეეხება ტვ "იმედს", ნიკა გვარამიას თქმით, სანამ მასზე პასკვილების შეთხზვა არ დაიწყეს, არც უხსენებია, რადგან არაფრად მიაჩნდა.
"არასდროს მიხსენებია იმედი აქამდე, რადგან ეს არის სერიალების არხი და სერიალებს შორის შიშინი ისმის. ეს არხი ნიუსებს არ ავრცელებს. ჩვენ 1 წლის ვართ და 1%ით ვაგებთ რეიტინგს, მაშინ, როცა ათჯერ მეტი ფული აქვთ ვიდრე მე მაქვს, რომ მეგა შოუებში და სერიალებში იხადოს.
ტელევიზიის დირექტორი იძახის, რომ თავისუფლება არის მოგონილი ფაქტორი, როცა ჩვენი ტელევიზიის მთავარი დევიზი არის ის რომ მოიპოვეთ თავისუფლება ჩვენთან ერთად. როცა ხელისუფლება შეიცვლება, პირველი ვინც სახელისუფლებო ნარატივში გადაჯდება იქნება "იმედი", ისევ ის იქნება ფლაგმანი ხელისუფლების, ჩვენი არხი, "მთავარი", ისევ კრიტიკული იქნება, უკეთესი ხელისუფლების პირობებში ნაკლებად კრიტიკული, მაგრამ კრიტიკული. რაც შეეხება ტვ იმედს, ის ყველა ხელისუფლებისგან ფულს იღებს, რადგან ეს არის ბადრი პატარკაციშვილის წარმოქმნილი სამარცხვინო ტელევიზია", - თქვა ნიკა გვარამიამ გადაცემაში "დღის სტუმარი".
შეგახსენებთ, რომ ნიკა ლალიაშვილის სკანდალური ჩანაწერები ახლა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფიციალურ ვებ გვერდზე დევს და სწორედ ამ ჩანაწერების საფუძველზე დადგინდა, რომ ნიკა ლალიაშვილმა დაარღვია ქარტიის მეორე მუხლი, რომლის მიხედვითაც "დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ”.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA