08/10/201 529 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

აკაკი ბობოხიძე - ირაკლი კობახიძე ამართლებს რუსეთის მოქმედებას და ამბობს, რომ თურმე ის რაღაც ლოგიკის ფარგლებში მოქმედებს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ადამიანების უბედურებას იყენებს იმისთვის, რომ პოლიტიკური ამოცანები შეასრულოს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, დავით გარეჯთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება პოლიტიკურია.
„მგონია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არავითარი ეჭვი არ არსებობს, ნებისმიერი გონიერი ადამიანი მიხვდება, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური პროცესია და მეტი არაფერი. „ქართული ოცნებისგან“ მახსოვს, 2012 წელს ბავშვი შეწირეს არჩევნებს, მერე 2016 წელს ბატონი ლევან ჩაჩუა შეწირეს ზუსტად ასე, როდესაც ზურაბ ჟვანიას მისტიურ თემასთან დაკავშირებით კაცი არაფრის გულისთვის დააკავეს. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ადამიანების უბედურებას იყენებს იმისთვის, რომ პოლიტიკური ამოცანები შეასრულოს. როდესაც საუბრობენ, რომ ამ თემის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს, ეს თემა თავისთავად არის პოლიტიკური და შეიძლებოდა არჩევნების მერე, ერთი თვის შემდეგ დაძრულიყო ეს საკითხი ან არჩევნებამდე ცოტა უფრო ადრე. როდესაც ამბობენ, რომ იცით რა, ამ თემით პოლიტიზირებას მოახდენენ, ეს თემა პოლიტიკურია და ემთხვევა ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს, არჩევნებს და მიმდინარე პროცესებს, რომელიც ჩვენს მეზობლებს შორის არის“, - განაცხადა ბობოხიძემ.
მან ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებაც გააკრიტიკა, რომლის თქმით, „სააკაშვილმა პირდაპირ გაატარა რუსული ინტერესი, როდესაც 2006 წელს შემოხაზა „სამხრეთ ოსეთის“ საზღვრები“.
„უბედურება ის კი არ არის, რომ ირაკლი კობახიძე ამას ამბობს, უბედურება ისაა, რომ ეს კაცი ქვეყნის ერთ-ერთი მმართველია ანუ, პრაქტიკულად კობახიძე ამართლებს რუსეთის მოქმედებას და ამბობს, რომ თურმე ის რაღაც ლოგიკის ფარგლებში მოქმედებს“, - აცხადებს ბობოხიძე.
მისი თქმით, რუსული პროპაგანდა გააქტიურებულია, რომ ანტისომხური და ანტიაზერბაიჯანული მესიჯები გაჟღერდეს საქართველოს მიმართ.
„ქართული ოცნება“ პიდაპირ მონაწილეობს რუსული პროპაგანდის გავრცელებაში“, - აცხადებს ბობოხიძე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA