08/10/201 611 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე - სააკაშვილმა პირდაპირ გაატარა რუსული ინტერესი, როდესაც 2006 წელს შემოხაზა „სამხრეთ ოსეთის“ საზღვრები

სააკაშვილმა პირდაპირ გაატარა რუსული ინტერესი 2006 წელს, როდესაც შემოხაზა “სამხრეთ ოსეთის” საზღვრები და ეს საფუძვლად დაედო დღევანდელ „ბორდერიზაციას“. ეს უტყუარი დანაშაულია რასაც დამატებითი გამოძიებაც არ სჭირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დავით გარეჯის საკითხში „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალეულობა მხოლოდ ვარაუდია, თუმცა არსებობს სხვა ფაქტები, სადაც მათი „დანაშაულებრივი ქმედებები უტყუარად მტკიცდება“.
,,ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ძალიან მძიმე რამ კეთდება. ამ შემთხვევაში ეს ჯერ ვარაუდია, მაგრამ არის სხვა ფაქტები, სადაც უტყუარად დამტკიცებულია „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი ქმედებები, ერთ-ერთი ასეთი უმძიმესი ფაქტია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრების აღდგენა და ეს არის სწორედ ის საზღვრები, რომლითაც ხელმძღვანელობს ოკუპანტი ქვეყანა ბორდერიზაციის პროცესში. ეს საზღვრები „ნაცინალურმა მოძრაობამ“ 2006 წელს აღადგინა.
სააკაშვილმა პირდაპირ გაატარა რუსული ინტერესი, როდესაც 2006 წელს შემოხაზა „სამხრეთ ოსეთის“ საზღვრები და ეს საფუძვლად დაედო დღევანდელ „ბორდერიზაციას“. ეს უტყუარი დანაშაულია, რასაც დამატებითი გამოძიებაც არ სჭირდება, აქედან გამომდინარე, დავით გარეჯთან არსებულ ეჭვებს აქვს მყარე საფუძველი, იქ ტარდებოდა რუსული ინტერესები, სხვაგანაც ტარდებოდა რუსული ინტერესები. ჩვენ შეგნებულად სიღრმეში არ შევდივართ და გვაქვს ის ინფორმაცია, რაც საჯაროდ იყო გაცხადებული. გარდა ამისა, ჩვენი ინფორმაციის მთავარი წყაროა მიხეილ სააკაშვილის განცხადებები და ის ისტერიკა, რაც მოვისმინეთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA