08/10/201 459 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დავით ზალკალიანი გიგი გიგიაძეზე - მას უნდა დაერეკა და ეკითხა ჩვენთვის, რასთან გვაქვს საქმე?!

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დანიაში საქართველოს ელჩ გიგი გიგიაძეს ჯერ სამინისტროსთან უნდა გაერკვია, რა ხდებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიასთან დაკავშირებით და განცხადება შემდეგ გაეკეთებინა. ამის შესახებ ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე, „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, გიგი გიგიძის განცხადება მისთვისაც სიურპრიზი იყო და მას სამინისტროსთან კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხზე არ ჰქონია.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ გენერალური პროკურატურის განცხადება, რომელშიც საუბარია სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოკვეთილ მძიმე დანაშაულის ნიშნებზე. მოგეხსენებათ, რომ დაკავებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი. ეს რა თქმა უნდა, ნამდვილად ჩემთვისაც პირადად და სამინისტროს სრული შემადგენლობისთვის ემოციურად რთულად აღსაქმელი იყო და ყველა ვწუხვართ, რომ სამინისტროს თანამშრომელია ამ გამოძიების პროცესში. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ გამოძიების პრცესში ყველა იმ არსებულ კითხვას, რომელიც მის მიმართ არსებობს, გაეცემა პასუხი. განსაკუთრებით ემოციურია ეს ჩემთვის - მე 28 წელია ამ სისტემის ნაწილი ვარ. ყველა ადამიანს, რომელიც სისტემაში მუშაობს, კარგად ვიცნობ. მნიშვნელოვანია, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, სანამ არ დასრულდება სასამართლო პროცესი, მათი უფლებები უნდა იყოს დაცული.
რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის მხრიდან გაკეთებულ გამოხმაურებას, მეც გამიკვირდა, რადგანაც იცით თქვენ, რომ ჩვეულებრივი კოლეგიალურობიდან გამომდინარე, ელჩის პოზიციიდან გამომდინარე, როცა ის აკეთებს რაიმე განცხადებას, მითუმეტეს ასეთ უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის რა მდგომარეობაა, რასთან გვაქვს საქმე?! ჩემთვისაც სიურპრიზი იყო ეს განცხადება. ასეთი ზარი არ შემოსულა. თუ არ ვცდები „ფეისბუქ“ პოსტის სახით გამოაქვეყნა ეს და მისი ერთგვარი ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ. არ მქონია მასთან კომუნიკაცია სამწუხაროდ, მაგრამ გვექნება და მიეწოდება ყველა ინფორმაცია, რაც გამოძიების პროცესში საზოგადოებისთვის ცნობილია. ვინ თუ არა პირველ რიგში მე ვწუხვარ ამ ფაქტზე. ვფიქრობ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს შესაბამის პასუხს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY