მხარდაჭერას ვუცხადებ გამორჩეულ პატრიოტსა და საქმის პროფესიონალ მელაშვილს - საქართველოს ელჩი დანიაში
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიაში, გიგი გიგიაძე, დავით-გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილის დაპატიმრებას ეხმიანება. გიგიაძე Facebook-ზე წერს, რომ მელაშვილი გამორჩეული პატრიოტი, საქმის პროფესიონალი და სრულიად უდანაშაულო ადამიანია.
სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება, - ვკითხულობთ გიგი გიგიაძის პოსტში.