05/10/20756 ნახვა წყარო: imedinews.geფოტო: imedinews.ge

ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ რუსეთი სომხეთის უსაფრთხოებას დაიცავს

სომხეთის პრემიერმინისტრი დარწმუნებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთი სომხეთს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება. ვრცელი ინტერვიუ ნიკოლ ფაშინიანმა გერმანულ გამოცემა Bild-ს მისცა.
„რუსეთს სომხეთში 102-ე სამხედრო ბაზა ჰყავს განთავსებული. ჩვენ გვაქვს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთიანი სისტემა. ამ სისტემასთან დაკავშირებით არსებობს შეთანხმება, რომელშიც გაწერილია, რა შემთხვევაშია საჭირო მისი გამოყენება. ვიმედოვნებ, რომ რუსეთი შეასრულებს ამ ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას, თუ ამის საჭიროება იქნება,“-აღნიშნა ფაშინიანმა.
ვითარება მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიძაბა. ინტენსიური შეტაკებები კონფლიქტის ზონაში ამ დრომდე გრძელდება. საერთაშორისო საზოგადოება სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რაზეც მხარეები არ თანხმდებიან და ვითარების ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 20

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA