28/09/201 142 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები შეიარაღებულები დაესხნენ თავს ჩვენი გუნდის წევრებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბოლნისში ინციდენტი მოხდა „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ხელკეტებით, ქვებით და მაგიდის გადატეხილი ფეხებით შეიარაღებულები დაესხნენ „ქართული ოცნების“ წევრებს.
როგორც მდინარაძემ პრესკონფერენციაზე ბოლნისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, როგორც კონფლიქტის, ისე წინა დღეების განმავლობაში მუდმივად ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას, რაც სხვადასხვა ქმედებებში გამოიხატებოდა.
„გუშინ, ნახიბულას საარჩევნო პლაკატების გაკვრის დროს, მათი პარტიული აქტივის მოქმედებები პროვოკაციისკენ იყო მიმართული, შემდეგ „ჩაიხანაში“ მიზანმიმართული პროვოკაცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან, სადაც ფიზიკურ შეხლა- შემოხლასაც ჰქონდა ადგილი. კონფლიქტის ესკალაცია, ჩვენი, „ქართული ოცნების“ შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ხელკეტებით, ქვებით და მაგიდის გადატეხილი ფეხებით შეიარაღებულები დაესხნენ ჩვენი გუნდის წევრებს, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მიიღეს მძიმე ფიზიკური დაზიანებები. კონფლიქტი ამის შემდეგ გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში. ჩვენი რამდენიმე აქტივისტი გადაყვანილია საავადამყოფოში, მათ აქვთ დაზიანებები მიღებული. ძალიან საყურადღებოა რომ მომხდარიდან რამდენიმე წუთში, „ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშუალებები აუწყებდნენ საზოგადოებას, რომ თავდასხმა მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბზე და მათ აქტივისტებზე, მაშინ როცა ინციდიენტი მოხდა „ქართული ოცნების“ შტაბის წინ და დაზიანებულები არიან ჩვენი აქტივისტები“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კარგად იციან, რომ არჩევნებში დამარცხებისთვის არიან განწირულები.
„ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის მათი უცვლელი მეთოდები, სიცრუისა და ძალადობის გამოყენება, რათა პროვოკაციებისა და ვითარების ესკალაციის ფონზე, მიიღონ რაიმე სარგებელი. მათი რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ საკუთარ კვლევებსაც კი მალავენ და მათი პარტიული ტელევიზიების საშუალებით, გაყალბებული მონაცემების ტირაჟირებას ახდენენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ძალადობისა და პროვოკაციის გარდა სხვა არაფერი დარჩენიათ“, - განაცხადა მდინარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA