13/02/201 738 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ია მეტრეველი - ხალხნო, არ შეიძლება დავივიწყოთ წარსული! არ შეიძლება ბოკერია გვირჩევდეს საქმეს და უგულავა გმირად გამოყავდეთ

„ხალხნო, არ შეიძლება დავივიწყოთ წარსული, არ შეიძლება ესენი ესე თავისუფლად ბოგინებდნენ ქუჩებში, ბოკერია გვირჩევდეს საქმეს და უგულავა გმირად გამოყავდეთ”, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ია მეტრეველის განცხადებით, „საზოგადოება ერთიანია და არ დაუშვებს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებას”.

„არ შემიძლია არ ვისაუბრო იმ აჟიოტაჟზე რაც დამნაშავე, კრიმინალ, თაღლით ქალაქის ყოფილ მერ უგულავასთან დაკავშირებითაა ატეხილი,რომელმაც მთელი ეს სპექტაკლი და კივილ-წივილი და ვითომ ქარიზმატული გამოსვლები იმიტომ აკეთა, რომ პოლიტიკურში გადაეყვანა მისი თაღლითობა. საზოგადოებას მინდა გავახსენო, ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული უმანკო სამი ბიჭი, რომ დახვრიტეს მის თვალწინ, უგულავა იქ იდგა და მონაწილეობდა ამ მკვლელობაში. ეს ის უგულავაა, რომელმაც მთელი ქალაქი დაამახინჯა ამ

უაზრო კორპუსებით, სკვერი აღარ არის დარჩენილი ქალაქში. რომელ პოლიტიკურ პატიმრებზეა ლაპარაკი ხალხო? ეს ის ხალხია, რომელიც ციხეში წამებით ხოცავდა ხალხს. ადამიანებს წამებით და ცემით კლავდნენ და მათ თვალწინ ცოლებს აუპატიურებდნენ. ჩვენ შევეწირებით და ბოლომდე ვიდგებით, რომ ესენი არასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. მეცინება ბიძინა ივანიშვილის დიქტატორულ რეჟიმს რომ

ეძახიან, მართლაც რომ რეჟიმი არ არის და ზედმეტად ლოიალურები არიან, იმიტომაა დღეს ამ დღეში რომ ვართ და ხელისუფლებასაც მინდა მოვუწოდო, მიიღონ ზომები, არ შეიძლება ამ რეჟიმში ცხოვრება, რომ მუდმივად „ნაციონალური მოძრაობის” ქაოსში ვიცხოვროთ. ვიღაც ქრთამად 1000 ლარს რომ იღებს და 10 წელს უსჯიან, უგულავა ვინ არის და რას წარმოადგენს რომ 48 მილიონი შეჭამოს და თითი არ დააკარონ? არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი და ყველამ უნდა აგოს საკუთარ დანაშაულზე პასუხი”, - განაცადა ია მეტრეველმა.

ის ასევეე გამოეხმაურა კონგრესმენების განცხადებებს და აღნიშნა, რომ “ეს ბევრს არაფერს ნიშნავს და არაფერს წყვეტს, რადგან მსოფლიო არ შემოიფარგლება სამი კონგრესმენით”.

“მართლა სისხლში რომ ცურავდა ქვეყანა, როდესაც მიტინგებიდან იტაცებდნენ ხალხს და წამებით კლავდნენ, მაშინ არ მახსენდება კონგრესმენების გამოხმაურება და მხარდაჭერა. სწორედ დღეს, ეს კონგრესმენები, ვინც დღეს მთავრობის წინააღმდეგ გამოდის და “ნაციონალურ მოძრაობას” უდგება მხარში, მიმაჩნია, რომ ეს ის ხალხია, რომელთაც ძალიან დიდ ფულს უხდიდა სააკაშვილი და მისი მომხრეები, რომლებსაც მთელი საქართველოს ფული აქვთ წაღებული და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც ამ ფულებით ჰყავთ მოსყიდული და ალაპარაკებენ. მე არაფრად მიმაჩნია მათი ეს განცხადებები, სიმართლე არის ქვეყნისკენ და ხალხისკენ და ამ სიმართლეს ვერაფრით გადაფარავენ”,- განაცხადა მეტრეველმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მოამბე - 2 ოქტომბერი, 2022.
      9 საათზე, 2 ოქტ
    • პირველები - 2 ოქტომბერი, 2022.
      8 საათზე, 2 ოქტ
    • მთავარი 6-ზე - 2 ოქტომბერი, 2022.
      6 საათზე, 2 ოქტ
    • ქრონიკა 5-ზე - 2 ოქტომბერი, 2022.
      5 საათზე, 2 ოქტ
    • მთავარი 3-ზე - 2 ოქტომბერი, 2022.
      3 საათზე, 2 ოქტ
    • ფორმულა 12-ზე - 2 ოქტომბერი, 2022.
      12 საათზე, 2 ოქტ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • სხვა კითხვები - 2 ოქტომბერი, 2022. აჩიკო მეფარიძე
      2 ოქტომბერი
    • იმედი LIVE - 2 ოქტომბერი, 2022.
      2 ოქტომბერი
    • კვირის ფორმულა - 2 ოქტომბერი, 2022.
      2 ოქტომბერი
    • ნოესთან - 2 ოქტომბერი, 2022. ლევილი
      2 ოქტომბერი
    • მასტერშეფი - 2 ოქტომბერი, 2022. თბილისობა და ქართული ქუჩის კვების კულტურა
      2 ოქტომბერი
    • P.S, - 2 ოქტომბერი, 2022.
      2 ოქტომბერი
    • Post Factum - 2 ოქტომბერი, 2022.
      2 ოქტომბერი
    • იმედის კვირა - 2 ოქტომბერი, 2022.
      2 ოქტომბერი
    • დროება - 2 ოქტომბერი, 2022. ერთმმართველობის 10 წლის იუბილე — არც ერთი შესრულებული დაპირება და მოტყუებული ხალხი
      2 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 2 ოქტომბერი, 2022.
      2 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 2 ოქტომბერი, 2022.
      2 ოქტომბერი
    • მე - 17 სართული - 2 ოქტომბერი, 2022. ჩრდილოეთის მორღვეული კარიბჭე...
      2 ოქტომბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 0

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 0

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA