27/09/201 063 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო

აზერბაიჯანის "მილი მეჯლისმა" ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, "მილი მეჯლისის" რიგგარეშე სხდომაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხი პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბმისად განიხილეს.
მედიის ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში კომენდანტის საათი დაწესდება.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი იმოქმედებს დედაქალაქ ბაქოში, ასევე განჯაში, ევლახში და სხვა ქალაქებში.
ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ გამწვავდა. მხარეები შეიარაღებული თავდასხმებისა და მსხვერპლის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ისინი შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY