13/02/202 634 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

გადაწყვეტილება მიღებულია: რუსული დელეგაცია ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობისთვის თბილისს ეწვევა

რუსეთის დელეგაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მაისში თბილისს ეწვევა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბჭოს წევრმა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, ვინ გაემგზავრება თბილისში რუსეთის მხრიდან და იქნება თუ არა დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი - ჯერ უცნობია. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში 14-15 მაისს უნდა ჩატარდეს.
ცნობისთვის: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთო ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა ნიკოლაი კობრინეცმა განაცხადა, რომ „საქართველოს მხრიდან მაისში თბილისში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე „პროვოკაციებს“ არ გამორიცხავდა.
„როგორც იცით, საქართველოში მოქმედებს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი, რომლის თანახმად, ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლა კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ითვლება და ისჯება ფულადი ჯარიმით ან 4 წლამდე საპატიმრო ვადით. საქართველოში მოქმედი ზოგიერთი პოლიტიკური ძალა გამოდის მოწოდებებით ამ კანონის ევროპის საბჭოს ღონისძიებებთან მიმართებაში გამოყენების შესახებ. დაე, ამ კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით თავად თბილისში გაერკვნენ, თუმცა თავმჯდომარე ქვეყანას – საქართველოს აკისრია ვალდებულება, ჯერ ერთი, უზრუნველყოს მონაწილეთა ქვეყანაში დაუბრკოლებელი შესვლა და მუშაობის კომფორტული პირობები და მეორე – რაც ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია, ყველა დელეგაციის უსაფრთხოება უზრუნველყოს. რამდენად მზად არიან ჩვენი ქართველი პარტნიორები ამ ვალდებულებების შესასრულებლად – გარანტიები არ გვაქვს. შესაძლოა, თბილისში გადაწყვეტენ, რომ უპრიანი იქნებოდა მინისტერიალის ჩატარება სტრასბურგში. ეს ვარიანტი არ გამოირიცხება“, – განაცხადა კობრინეცმა. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ შეხვედრაში მინისტრ ლავროვის მონაწილეობის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის:
„მაისის სესიაზე თავმჯდომარეობა საქართველოსგან საბერძნეთს გადაეცემა. ჩვენი მონაწილეობის დონე მაინდამაინც საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის, ეს დონე შესაძლოა, უფრო დაბალიც იყოს. მსგავსი რამ შესაძლებელია და აპრობირებულიც. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად წონადია შეხვედრის დღის წესრიგი, რა შედეგები აქვს თავმჯდომარეობას. ვინ უხელმძღვანელებს რუსულ დელეგაციას – ჯერ გადაწყვეტილი არ არის“.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY