24/09/201 657 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ბიძინა კულუმბეგოვი - საქართველოში კოვიდინფექციის რეკორდული ზრდა ფიქსირდება, საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ

ჩვენს ქვეყანაში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, კოვიდინფექციის რეკორდული ზრდა ფიქსირდება. წინა 2 კვირასთან შედარებით, დღეის მონაცემებით არსებული მატება 571%-ია, რაც მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევაა, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში დაავადებული ადამიანების 80%-ს დაავადების ძალიან უსიმპტომო, მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობა აღენიშნება, რის გამოც აქცენტი მათ სახლში მოვლაზე უნდა გადავიტანოთ.
,,ასეთი რადიკალური ნახტომი, ეკვადორის გარდა არც ერთ ქვეყანას არ აქვს. საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია ჯერ არ გვაქვს. საქართველოში დაავადებული ადამიანების 80%-ს აქვს დაავადების ძალიან უსიმპტომო, მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობა აღენიშნება. რეალურად, მათ სახლში მოვლაზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი, რაც აჭარის პირობებში უკვე ხორციელდება. თუ 600 ადამიანია ინფიცირებული, მათ 20-25%-ს სჭირდება საწოლი. ადამიანები 9 თვის განმავლობაში ძალიან დაიღალნენ, მაგრამ მაქვს გარკვეული განცდა, რომ ზაფხულის პერიოდში ხელისუფლების გარკვეულმა წარმომადგენლებმაც კი დაიჯერეს, რომ ჩვენ ინფექცია მოვითავეთ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით გამონაკლისი აღმოვჩნდით“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ბათუმში პაციენტების ძალიან დიდ ნაწილს რთული მდგომარეობა არ აღენიშნება, თუმცა შემთხვევები მატებასთან ერთად, შესაძლოა, როგორც მძიმე პაციენტების, ასევე გარდაცვალების რაოდენობა გაიზარდოს.
,,ღონისძიებები, რომელიც დღეს დაანონსდა ალბათ, სწორიც არის, ბათუმის პირობებში ეს ღონისძიებები დროული იყო. ბათუმში პაციენტების ძალიან დიდი ნაწილი არ არიას მძიმე და რთული, თუმცა რაც უფრო მეტი იქნება შემთხვევები, მეტი იქნება გარდაცვალებაც და მეტი იქნება მძიმე პაციენტებიც. თუმცა ამ შეზღუდვებით, მოქალაქეების მაქსიმალურად მობილიზებით და მკურნალობის გააზრებით ვფიქრობ, მოვლენები აჭარასა და დანარჩენ საქართველოში დრამატულად არ უნდა განვითარდეს“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,