23/09/201 146 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

კელი დეგნანი - ალბათ არის შესაძლებლობა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩაერიოს -

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი მისი წინამორბედების, კენეტ იალოვიცი, ჯონ ტეფტი და უილიამ კორტნის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება. ამბობს, რომ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ამ წლების მანძილზე გაწეული შრომის შედეგი და რამდენად შეძლებს ქვეყანა, ჩაატაროს იმაზე გაცილებით უკეთესი არჩევნები, ვიდრე ეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არჩევისას იყო. 
ჩემი წინამორბედების განცხადება მიუთითებს, რომ ისინი კვლავ დაინტერესებულები არიან საქართველოს წარმატებით და ქვეყნის მომავლით. ეს უჩვენებს იმას, რამდენად დიდია ინტერესი საქართველოს არჩევნებისა და ზოგადად, ქვეყნის პროგრესის მიმართ. მისი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით. რაც შეეხება დეზინფორმაციის თემას, რა თქმა უნდა, რუსეთისგან ასეთი საზიანო ქმედებები გვინახავს სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში. ევროპასა და ამერიკაშიც და შესაბამისად, ალბათ არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ იგივე განმეორდეს საქართველოშიც, - ამბობს კელი დეგნანი. 
შეგახსენებთ, რომ ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში ყოფილი დიპლომატები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობამ არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებით მთავარი გამოცდა უნდა ჩააბაროს დემოკრატიაზე, რაც გადამწყვეტი იქნება ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.
ელჩების აზრით, რუსეთი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში ჩარევასა და ამ გზით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენას შეეცდება. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 100

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 0

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ