23/09/20965 ნახვა წყარო: rustavi2.geფოტო: rustavi2.ge

სამზარეულოში მოვხარშე "ნოვიჩოკი"- ,ალექსეი ნავალნი პუტინის ვერსიას პასუხობს

რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ალექსეი ნავალნიმ შესაძლოა მომწამვლელი ნივთიერება თავადვე გამოიყენა, რუსი ოპოზიციონერი ირონიული პოსტით პასუხობს:
"კარგი ვერსიაა. ვთვლი, რომ იმსახურებს დაჟინებულ შესწავლას. სამზარეულოში მოვხარშე "ნოვიჩოკი". თვითმფრინავში მათარიდან წყნარად მოვწრუპე. ჩავვარდი კომაში. მანამდე მოველაპარაკე მეუღლეს, მეგობრებს და კოლეგებს, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო დაჟინებით მოითხოვდა, რომ მე სამკურნალოდ გერმანიაში გადავეყვანე, მათ ეს არაფრის დიდებით არ დაეშვათ. ომსკის საავადმყოფოში სიკვდილი და ომსკის მორგში მოხვედრა, სადაც სიკვდილის მიზეზად დაადგენდნენ "იცხოვრა საკმარისი" - აი საბოლოო მიზანი ჩემი ეშმაკური გეგმის. მაგრამ პუტინმა მომიგო, მას ასე ადვილად ვერ გააცურებ. საბოლოოდ, მე სულელს, კომაში ყოფნა 18 დღე მომიწია, მაგრამ ჩემსას ვერ მივაღწიე, პროვოკაცია არ გამომივიდა," - წერს ნავალნი ინსტაგრამზე.
შეგახსენებთ, ვლადიმირ პუტინი ვარაუდობს, რომ ალექსეი ნავალნიმ "ნოვიჩოკის" ჯგუფის საწამლავი შესაძლოა თავად მიიღო, ამის შესახებ ფრანგული გაზეთი LE MONDE წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით ასეთი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.
20 აგვისტოს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც ​ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში ცუდად გახდა. თვითმფრინავი ომსკის აეროპორტში დაეშვა და ნავალნი ​ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რუსმა ექიმებმა ოჯახს პაციენტის გერმანიაში გადაყვანის უფლება მხოლოდ ორი დღის შემდეგ მისცეს. 22 აგვისტოდან ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკა "შარიტეში" იმყოფება. ის ხელოვნური კომიდან 7 სექტემბერს გამოიყვანეს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 6-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      6 საათზე, 27 სექ
    • ქრონიკა 5-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      5 საათზე, 27 სექ
    • მთავარი 3-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      3 საათზე, 27 სექ
    • ფორმულა 12-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      2 საათზე, 27 სექ
    • მთავარი 12-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      2 საათზე, 27 სექ
    • მთავარი  9-ზე - 26 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 26 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • კომენტარი - 27 სექტემბერი, 2022. 29 წელი სოხუმის დაცემიდან 🔴 უწყვეტი რიგები ლარსის გამშვებ პუნქტზე
      27 სექტემბერი
    • დღის ამბები - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • დღის ამბები - 17 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • შენი შუადღე - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • დილის საუბრები - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • მხოლოდ ლელასთან - 26 სექტემბერი, 2022. აკია ბარბაქაძე
      26 სექტემბერი
    • ფარული კონვერტი  - 26 სექტემბერი, 2022.
      26 სექტემბერი
    • პატარები სდიდი შოუ - 26 სექტემბერი, 2022.
      26 სექტემბერი
    • პოლიტიკის ფორმულა - 26 სექტემბერი,2022. მობილიზაციას გამოქცეული რუსები — რა ხდება ამ წუთებში რუსეთ საქართველოს საზღვარზე?
      26 სექტემბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 26 სექტემბერი, 2022.
      26 სექტემბერი
    • სპექტრი - 26 სექტემბერი, 2022. ვალერი გელბახიანი
      26 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 0

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA