18/09/201 111 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი - ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც შევხტებით სკამებზე და ივანიშვილის სადღეგრძელოს დავლევთ

ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც შევხტებით სკამებზე და ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელოს დავლევთ, მაგრამ ადამიანმა რაც გააკეთა, დიდ სიას მოვიტან აქ და ჩამოვთვლი, რა არის გაკეთებული, თავმდაბლად, დაყვედრების გარეშე,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ციფრებით მანიპულირებს, როცა ამბობს, რომ 70% შიმშილობს მაშინ, როცა მათ თავის მმართველობის პერიოდში მოსახლეობის დასახმარებლად არანაირი პოლიტიკა არ განუხორციელებიათ.
„არც ერთხელ არანაირი პოლიტიკა და სტრატეგია არ განუხორციელებიათ შეჭირვებული ან შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების დასახმარებლად, არც ერთი პროგრამა არ არის განხორციელებული. 50 ლარი დავაყვედროთ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს? არ არის ეს ჩვენს სტილში, არ არის ეს ჩვენი ხელწერა, ჩვენ არ ვართ ის ხალხი ვინც შევხტებით სკამებზე და ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელოს დავლევთ, მაგრამ ადამიანმა რაც გააკეთა, დიდ სიას მოვიტან აქ და ჩამოვთვლი რა არის გაკეთებული, თავმდაბლად, დაყვედრების გარეშე. ერთი საკითხი მაინც ვინმემ დამისახელოს, სად აქვს ცუდი გაკეთებული, ან რა საკითხია, რომელსაც ვერ გაწვდა ჩვენი ყურადღება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, ტყუილია ყველაფერი, რასაც ოპოზიცია ამბობს და მათ ამით უნდათ მიიღონ დამატებით ხმები.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA