18/09/201 309 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თინა ბოკუჩავა უმრავლესობას - ზევსი რომ გგონიათ ოლიმპოს მთაზე მოკალათებული, ის ადამიანი სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი თაღლითია

ზევსი რომ გგონიათ ოლიმპოს მთაზე მოკალათებული, ის ადამიანი სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი თაღლითია. თაღლითი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ოქროს კოშკებს ჰპირდებოდა და არაფერი მისცა სიღარიბის, სიდუხჭირისა და უპერსპექტივობის გარდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ. მისივე თქმით, 31 ოქტომბერს ქართველი ხალხი ამას აუცილებლად დაასრულებს.
"თებერვალში თქვენ გააკეთეთ განცხადება ქალბატონო ნათია, რომ ლარის დინამიკა წავა გამყარებისკენ პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი დინამიკა არის ჯანსაღიო. გარდა იმისა, რომ მცდარია თქვენი პროგნოზები, მე მაინტერესებს კონკრეტულად სიჯანსაღეს რომელ მაჩვენებლში ხედავთ? იმაში რომ ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს ჩვენს ქვეყანაში თუ იმაში, რეგიონებში პედიატრები როცა ამბობენ, 1 წლამდე ბავშვების 95% -ის ავადობა სწორედ ცუდი და არასათანადო კვებით არის განპირობებული? თუ ის არის ჯანსაღი თქვენი აზრით, რომ რეგიონში ყველაზე მაღალია საქართველოში შიმშილობის მაჩვენებელი. 2005 -2006 წლებში, როცა ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყავით, ლარის კურსი იყო 1.8, ახლა როცა მინისტრი ხართ, ლარის კურსია 3.2. მიუხედავად ამისა, თქვენ საქართველოს მოსახლეობას ეუბნებით, რომ ასეთი მყარი არასდროს ყოფილა ლარიოა. ქალბატონო ნათია, ამით თქვენ საქართველოს მოქალაქის ინტელექტს აყენებთ შეურაცხყოფას თუ მათ მეხსიერებას? თქვენ თუ არ გახსოვთ, როცა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყავით, მათ ახსოვთ, 100 დოლარის სესხისთვის 180 ლარი რომ სჭირდებოდათ, ახლა კი 320 ლარი სჭირდებათ. ეტყობა თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ეს პრობლემაა მოსახლეობის 70%-სთვის, ვალებით გააქვთ ადამიანებს თავი, თვიდან თვემდე ვალებით ცხოვრობენ. ვალებით ყიდულობენ მედიკამენტებს, საკვებს საკუთარი ბავშვებისთვის. ეს არის რეალობა და არა ის, რაზეც საუბრობთ. მაშინ როცა ადამიანები საშიმშილოდ იყვნენ გამოკეტილები სახლებში, პანდემიის პერიოდში, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, ბიუჯეტს ივანიშვილის ბიუჯეტის მხრველები ხრავდნენ. ასიათასობით ლარს ხარჯავდა ავეჯზე გომელაური, კალაძე კი ფოიერვერკებზე და ეს არ გაღელვებთ? ეს რეალობაა, როცა მოსახლეობის 1% მდიდრდება, 99%-ის გაღარიბების ხარჯზე. ამაზე საუბრობთ თავმომწონეთ ამ ტრიბუნიდან", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • კურიერი - 27 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 27 სექ
    • მოამბე - 27 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 27 სექ
    • მთავარი 9-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 27 სექ
    • პირველები - 27 სექტემბერი, 2022.
      8 საათზე, 27 სექ
    • ქრონიკა 8-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      8 საათზე, 27 სექ
    • ფორმულა news - 27 სექტემბერი. 2022.
      7 საათზე, 27 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • პირველი ხაზი - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • საქმის კურსი - 27 სექტემბერი, 2022. საქართველოში რუსეთის 46 734 მოქალაქე შემოვიდა; 📌ლარსზე შემომსვლელთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა; 📌თავდაცვის მინისტრი: ამ ეტაპზე საფრთხეებს ვერ ვხედავთ; 📌“რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა, ქართველების ინტერესებს დააზიანებს” - ირაკლი კობახიძე 📌ქართული ბანკების აქტივებმა 68 მილიარდ ლარს მიაღწია;
      27 სექტემბერი
    • სიცრუის დეტექტორი - 27 სექტემბერი, 2022. დაურ ბულავა
      27 სექტემბერი
    • ღამის შოუ - 26 სექტემბერი, 2022. თემურ თათარაშვილი , ფორტე, ჯგუფი ფორტე
      27 სექტემბერი
    • ღამის მთავარი - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • ღამის ამბები - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • სპექტრი - 27 სექტემბერი, 2022. აკია ბარბაქაძე
      27 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • კომენტარი - 27 სექტემბერი, 2022. 29 წელი სოხუმის დაცემიდან 🔴 უწყვეტი რიგები ლარსის გამშვებ პუნქტზე
      27 სექტემბერი
    • დღის ამბები - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • დღის ამბები - 17 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 0

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York