16/09/201 805 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

უარის მიუხედავად, ვმუშაობთ NDI-სა და IRI-სთან რომ დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს - პომპეო

ამაერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, წერილს აგზავნის მინისტრის სახელზე, სადაც საუბარია იმაზე, რომ შტატები მუშაობს სადამკვირვებლო მისიებთან, რომ ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში, COVID 19-ის გამო, მათი უარის მიუხედავად. "იმის მიუხედავად, რომ COVID19ის გამო, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) და ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გადაწყვიტესარ განათავსონ საერთაშორისო დამკვირვებლები მოკლე პერიოდით არჩევნების დღეს, ჩვენ ვმუშაობთ NDI-სა და IRI-სთან ალტერნატიული გამოსავლის მოძიების მიზნით, რომ ისინი დააკვირდნენ არჩევნებს. მათ შორის უზრუნველყონ, გრძელვადიანი პერიოდით ანალიტიკოსებისა და ვირტუალური დამკვირვებლების ჩართულობა,   რომლებიც ქართველო კოლეგებთან ერთად იმუშავებენ." - წერს პომპეო. წერილში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკის საელჩოს წარმომდგენლობა თავადაც დააკვირდება საარცევნო პროცესს. წერილი სრულად : 
„ძვირფასო მინისტრო, მადლობას გიხდით თქვენი წერილისათვის და 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად საქართველოში მიწვევისათვის. მე ვიზიარებ თქვენს ყურადღებას, უზრუნველყოთ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და ამის საუკეთესო გამოცდილებით. კონკურენტუნარიანი გარემო, საარჩევნო რეფორმების ზუსტი იმპლემენტაცია, ადამიანის უფლებების და გამოხატვის ფუნდამენტური უფლებით, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლებების პატივისცემა მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების დღეს და წინასაარცევნო პერიოდში ასევე არჩევნების შემდგო. მე ვაფასებ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადადგა საერთაშორისო დამკვირვებლების ქვეყანაში მშვიდობიანი ჩამოსვლის ხელშეწყობისთვის.
 ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) რეკომენდაციას, სრულად განათავსონ სადამკვირვებლო ჯგუფი; ეს ძირითადი ჯგუფი მოიცავს 28 დამკვირვებელს გრძელვადიანი პერიოდით და 350 დამკვირვებელს მოკლევადიანი პერიოდით.
 ჩვენ, ასევე, ვაცნობიერებთ COVID-თან დკავშირებული ლოჯისტიკურ გამოწვევებს, რის გამოც შესაძლოა, გართულდეს სრულმასშტაბიანი მისიის ორგანიზება. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ეცდება შეარჩიოს მოხალისეები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რათა ისინი შეუერთდნენ ODIHR-ის მისიას.
ODIHRის მისიის გარდა, თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კოორდინაციით, უზრუნველყოფს საელჩოს გუნდის მხრიდან საარჩევნო დაკვირვებას.
იმის მიუხედავად, რომ COVID19ის გამო, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) და ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გადაწყვიტეს, არ განათავსონ საერთაშორისო დამკვირვებლები მოკლე პერიოდით არჩევნების დღეს, ჩვენ ვმუშაობთ NDI-სა და IRI-სთან ალტერნატიული გამოსავლის მოძიების მიზნით, რომ ისინი დააკვირდნენ არჩევნებს. მათ შორის უზრუნველყონ, გრძელვადიანი პერიოდით ანალიტიკოსებისა და ვირტუალური დამკვირვებლების ჩართულობა, რომლებიც ქართველო კოლეგებთან ერთად იმუშავებენ.
ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას აშშ-ისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და კვლავ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც განამტკიცებენ თქვენს დემოკრატიულ ინსტიტუციებს და გააძლიერებენ დემოკრატიულ პროცესებს“,აქვე აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაიკ პომპეოს წერილი რამდენიმე წუთის წინ  საკუთარ Facebook  გვერდზე გამოაქვეყნა და შემდეგ უცნობით მიზეზით წაშალა. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA