16/09/201 295 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

სუს-ის დაშლა, შს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება- ოპოზიციის შეთანხმება

ოპოზიციურმა პარტიებმა მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რაც მათი თქმით, გულისხმობს "2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდობის გაზრდის მიზნით,  უამრავი რეფორმის განხორციელებას"
დოკუმენტს ხელი „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალური მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანმა საქართველომ“ და „გირჩმა“ მოაწერეს
შეთანხმების ძირითადი მიმართულებები:
  შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • 1. პოლიციის დეცენტრალიზაცია და შსს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება;
  • 2. თვითმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც ცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს;
  • 3. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა.
  პროკურატურა
  • 1. ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა, აირჩიოს, მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას;
  • 2.  პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება;
  • 3.  ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა.
     სუს-ი
  • 1. სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება;
  • 2. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა.
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "გირჩის" მაგიდის იგვლივ შეკრებილი ოპოზიციური პარტიები გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდნენ. 2020 წლის 13 მარტს მათ საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დაშლის პირობა დადეს და შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმეს. მაშინ ამ მემორანდუმს ხელი 17-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY