12/02/201 725 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

რასა იუკნიავიჩენე - მიჩნდება კითხვები, აღელვებს თუ არა ივანიშვილს საქართველოს პროევროპული გზა

საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომის ფარგლებში ევროპარლამენტარები დეკლარაციაში შესწორებებს შეიტანენ. როგორც „ფორმულასთვის“ ცნობილი გახდა, შესწორებები ეხება ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სამართლებრივ დევნას, დამოუკიდებელი მედიების მენეჯერების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს და ანაკლიის პორტის პროექტს. ევროდეპუტატები აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯი გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით იყო პროვოკაციული. რასა იუკნიავიჩენეს თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ქვეყნის პროევროპული გზა.
„საქართველოს მეგობრებს გვაქვს ერთმანეთს შორის კომუნიკაცია - არსებობს შეშფოთება, იმედგაცრუება. პირადად მე მიჩნდება კითხვები, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს აღელვებს თუ არა ქვეყნის პროევროპული გზა და არის თუ არა მისთვის ღირებული ევროპული ღირებულებები, რადგან ბოლო ნაბიჯი პროვოკაციული იყო. როგორც ჩანს სასამართლოს იყენებენ ოპოზიციის წინააღმდეგ. ვშიშობთ, ამგვარი ნაბიჯები დააზიანებს იმიჯს. ჩვენ ნაწყენი ვართ, რადგან თქვენგან კარგ ამბებს ველოდებით, რადგან ცუდი ამბები მხოლოდ თვქენს დიდ მეზობელს ახარებს, შევხედავთ შესწორებების ნაწილს, ის უკვე მომზადებულია და მე მზად ვარ, მხარი დავუჭირო", - აცხადებს რასა იუკნიავიჩენე.
საქართველოს შესახებ მომხსენებელი სვენ მიქსერი კი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნები გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩაივლის. მისივე თქმით, უგულავას დაკავება აფერხებს მოლაპარაკებებს.
„შემაშფოთებელია, რომ კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩაიშალა. ვიმედოვნებ, პროცესის აღდგენა შესაძლებელი იქნება და არჩევნები გამჭვირვალედ ჩაივლის, უგულავას დაკავება არის მოვლენა, რომელიც ძირს უთხრის ნდობას. მომხდარი გაართულებს  წინსვლას საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებსა და არჩევნებთან დაკავშირებით. მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია", - განაცხადა სვენ მიქსერმა. ანდრიუს კუბილიუსი კი აცხადებს, რომ ევროპელი პარტნიორები არ დაუშვებენ საქართველოს არასწორი გზით წასვლას. როგორც ის განმარტავს, კრიტიკა სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს მეგობრები შეშფოთებულნი არიან.
„ჩემმა კოლეგებმა დეკლარაციაში შესატანად მკაცრი ცვლილებები მოამზადეს. ვიმედოვნებ, ჩვენი ქართველი კოლეგები სერიოზულად მიუდგებიან ამ საკითხს. ეს აჩვენებს, რამდენად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მეგობრები - ჩვენ არცერთ საქმეზე არ გავჩუმდებით. ჩვენი გაჩუმება იმის ნიშანი იქნება, რომ დავუშვათ, საქართველო ძალიან ცუდი გზით წავიდეს", - ამბობს კუბილიუსი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,