12/02/201 423 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ევროკავშირის ელჩი გიგი უგულავას დაკავებაზე - ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები ვერდიქტის გარემოებებთან დაკავშირებით

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, ევროკავშირს აქვს გარკვეული კითხვები ვერდიქტის გარემოებთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვაკვირდებოდით ოპოზიციის ლიდერ გიგი უგულავასთან დაკავშირებულ პროცესს. გუშინ მე მქონდა შესაძლებლობა შემეფასებინა სიტუცია ჩემ კოლეგებთან ერთად. მინდა გითხრა, რომ ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული კითხვები ვერდიქტის გარემოებებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვთანხმდებით, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს არ უწყობს იმ ატმოსფეროს, რომელიც საჭიროა პოლიტიკური დიალოგის წინსვლისთვის, რაც ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის გარღვევა“, - განაცხადა ჰარცელმა. მისივე თქმით, ბრიუსელი საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე საათში გაავრცელებს.
„ბრიუსელში გაკეთდა გარკვეული განცხადებები ევროკავშირის პოლიტიკოსების მხრიდან. განცხადებები გაკეთდა ზოგიერთ დედაქალაქშიც და მე მოველი, რომ ბრიუსელი ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე საათში გაავრცელებს“, - განაცხადა ჰარცელმა. ამასთან, ელჩის თქმით, საქართველოში მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგი ახლა უფრო რთული გახდა.
„ჩვენ ვიცით, რომ დიდი დრო არ გვაქვს, რათა ვიპოვოთ გამოსავალი. ეს, რა თქმა უნდა, გამოწვევა იქნება. ჩვენ, როგორც შუამავლები განვაგრძობთ შევისწავოთ სხვადასხვა მხარეები, არის თუ არა შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ მივიღოთ შედეგი ამ დიალოგისგან. ჯერ ამის თქმა ძალიან ადრეა, მაგრამ ჩვენ კვლავ ჩართულნი ვართ", - განაცხადა ჰარცელმა.
შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY