11/02/201 749 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

დევიდ კრამერი - ივანიშვილის ქმედებები აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებს ანადგურებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ში ვიზიტს ძირი გამოუთხარა თავად ბიძინა ივანიშვილის მიერ დაგეგმილმა ქმედებებმა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ დევიდ კრამერმა „ფორმულას“ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თუ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს შეერთებული შტატების რეაქცია აღარ ანაღვლებს, მმართველი გუნდის ლიდერები ვაშინგტონში აღარ უნდა გაუშვას.
„ხელისუფლებამ თავად უნდა იფიქროს სანდოობაზე და იმ დაპირებაზე, რომელიც აქ, ვაშინგტონში დადეს. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ძირი გამოუთხარა თავად ივანიშვილის მიერ დაგეგმილმა ქმედებებმა. თუ მას გადაწყვეტილი აქვს კუნთები ათამაშოს და აღარ ანაღვლებს, რა რეაქცია ექნება შეერთებულ შტატებს, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე აღარ უნდა ჩამოვიდნენ და „ქართულმა ოცნებამ“ აქ არც დელეგაცია უნდა გამოაგზავნოს. ალბათ „ქართულ ოცნებას“ ესმის, რომ საქართველოს უფრო მეტად სჭირდება შეერთებული შტატები, რომელიც მისი დიდი ხნის მხარდამჭერია. დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემს ქვეყანასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძლიერი იყოს, მაგრამ ივანიშვილის ქმედებები, ოპოზიციის ლიდერთა დაკავება საპროტესტო აქციების დარბევა, მოსამართლეების დანიშვნა, რომელიც ბევრ კითხვას აჩენს, ნამდვილად ანადგურებს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას. ვხედავ სულ უფრო მეტ პოსტს „ტვიტერში“, სადაც შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს მხარდამჭერი კონგრესმენები. ეს შეშფოთება მზარდია და ის სიგნალი უნდა იყოს თბილისში, რომ ნამდვილად საგანგაშოა ის, რაც ხდება ქვეყანაში, რომელიც ავტორიტარიზმის ზღვაში დემოკრატიის კუნძული იყო. ვაშინგტონში არსებობს მზარდი შეშფოთება, რომ საქართველო უფრო მეტად მიდის ავტორიტარიზმისკენ და შესაძლოა, ოპოზიციის ლიდერთა დაკავებამ ძალიან უარყოფითი გავლენა მოახდინოს მოახლოებულ არჩევნებზე“, - განაცხადა დევიდ კრამერმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY