11/02/201 393 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რობერტ ჰამილტონი - როცა ჩნდება დემოკრატიული უკუსვლის მტკიცებულება, რაც გულახდილად რომ ვთქვათ, ახლა ასეა, კონგრესი ვალდებულია სიმართლე თქვას

როცა ჩნდება დემოკრატიული უკუსვლის მტკიცებულება - რაც, გულახდილად რომ ვთქვათ, ახლა ასეა - კონგრესი ვალდებულია სიმართლე თქვას, - ამის შესახებ ამერიკის ომის კოლეჯის პროფესორმა, არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა რობერტ ჰამილტონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლებისათვის გაგზავნილ ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკულ წერილებს. ამერიკელი პროფესორის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები თუ სენატორები საქართველოს ასე საჯაროდ და ასე კრიტიკულად წერილობით მიმართავენ.
„ჩემს მეხსიერებაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები თუ სენატორები საქართველოს ასე საჯაროდ და ასე კრიტიკულად წერილობით მიმართავენ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. დიდიხნის მანძილზე საქართველოს მიმართ კონგრესში ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს, თუმცა ეს მხარდაჭერა უპირობო და გაუაზრებელი არ არის. როცა ჩნდება დემოკრატიული უკუსვლის მტკიცებულება - რაც, გულახდილად რომ ვთქვათ, ახლა ასეა - კონგრესი ვალდებულია სიმართლე თქვას. ჩვენ შეგვიძლია ჩვენს მეგობრებს თავისუფლად ველაპარაკოთ და სიმართლე ვუთხრათ. შეერთებული შტატები დემოკრატიის მხარდაჭერის, ადამიანის უფლებების, სხვა დემოკრატიული ღირებულებების ერთგული რჩება. როდესაც ამერიკის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ მიმართულებით უკან დგამს ნაბიჯებს, ჩვენ მათ სიმართლე უნდა ვუთხრათ.
საქართველოსთვის კრიტიკულია იმ მოკავშირე და გავლენიან კონგრესმენებთან პარტნიორობის შენარჩუნება, რომლებიც საქართველოს ყურადღებას აქცევენ. მთავრობის წარმომადგენლებმა პატიოსნად უნდა უპასუხონ კრიტიკას და წერილებში გამოთქმულ შეშფოთებებს იმის ნაცვლად, რომ მათ ყურადღება არ მიაქციონ,“ - განაცხადა რობერტ ჰამილტონმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • კურიერი 9-ზე -7 თებერვალი, 2023.
      9 საათზე, 7 თებ
    • მოამბე 9-ზე - 7 თებერვალი, 2023.
      9 საათზე, 7 თებ
    • მთავარი 9-ზე - 7 თებერვალი, 2023.
      9 საათზე, 7 თებ
    • პირველები - 7 თებერვალი, 2023.
      8 საათზე, 7 თებ
    • ფორმულა 20:00 საათზე - 7 თებერვალი, 2023.
      8 საათზე, 7 თებ
    • ქრონიკა - 7 თებერვალი, 2023.
      8 საათზე, 7 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • პირველი ხაზი - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • სიცრუის დეტექტორი - 7 თებერვალი, 2023. ალექსანდრე წივწივაძე
      7 თებერვალი
    • ღამის შოუ - 7 თებერვალი, 2023. ლაშა ჯოხაძე, ანსამბლი მართვე, მართვე
      7 თებერვალი
    • ღამის პრაიმ-თაიმი - 7 თებერვალი, 2023. პრამ ჰაუსი ბრუნდება
      7 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • რეაქცია - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • კომენტარი - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • მთავარი გოგოები - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • სპექტრი - 7 თებერვალი, 2023. დავით ჭიჭინაძე
      7 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • დღის ამბები - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • კომენტარი - 7 თებერვალი, 2023. ვითარება მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც „ენმ“ და მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ ▪️ საგანგებო მდგომარეობა თურქეთის 10 პროვინციაში - ბოლო ცნობები
      7 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY