08/09/201 032 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

COVID-19-ის რუსული ვაქცინა რუსეთში სამოქალაქო მიმოქცევაში ჩაუშვეს

COVID-19-ის რუსული ვაქცინის Sputnik V-ის პირველი ნაკადი სამოქალაქო მიმოქცევაში ჩაუშვეს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ გააკეთა. 
სამინისტროს განცხადებით ვაქცინამ ხარისხის გამოცდის შესაბამისი ლაბორატორიული ტესტირება წარმატებით გაიარა. უახლოეს მომავალში ვაქცინის მიწოდება დაიწყება რეგიონებშიც.
მასობრივი ვაქცინაციის პროცესის დაწყება რუსეთში 2020 წლის სექტემბერში იგეგმება. ვაქცინაციის პარალელურად ვაქცინის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა დაიწყება. მესამე ფაზის ტესტირებაში 40 000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
რუსეთსა და ჩინეთში შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინები ჩვეულებრივი გაციების ვირუსზეა დაფუძნებული, რომლის იმუნიტეტი მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს, რაც ექსპერტების აზრით, ვაქცინის ეფექტურობას მნიშვნელოვნად ამცირებს. იმუნიტენტის არსებობის დროს არსებობს იმის ალბათობა, რომ ადამიანის ორგანიზმმა ვაქცინას შეუტიოს. ეს ხდის ვაქცინას ნაკლებ ეფექტურს.
მას შემდეგ რაც რუსეთის ხელისუფლებამ ფართო და აქტიური ტესტირების გარეშე გადაწყვიტა ოქტომბერში გაეკეთებინა ვაქცინა მარალი რისკის ჯგუფებისთვის, ბევრი მეცნიერი სკეპტიკურად განეწყო რუსული ვაქცინის მიმართ.
აგვისტოში RBK ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, რუსი ექიმების ნახევარზე მეტი, 52%, კორონავირუსის რუსულ ვაქცინას არ ენდობა. ექიმების ნაწილმა უნდობლობის მიზეზად ინფორმაციის ნაკლებობა დაასახელა, რაც მის ეფექტურობას დაადასტურებდა, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ვაქცინა ზედმეტად სწრაფად დაამზადეს.
ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ ამ ვაქცინამ ყველა საჭირო შემოწმება გაიარა, თუმცა რუსეთს ვაქცინის ტესტირებაზე სამეცნიერო ინფორმაცია არ გაუზიარებია.
Reuters-ი წერს, რომ კლინიკური ცდების დაახლოებით 10% არის წარმატებული და ზოგი მეცნიერი შიშობს, რომ მოსკოვი, შესაძლოა, ეროვნულ პრესტიჟს უსაფრთხოებაზე წინ აყენებს.
მსოფლიოში ამჟამად 100-ზე მეტ ვაქცინას ავითარებენ, რათა ახალი კორონავირუსის პანდემია შეაჩერონ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სულ მცირე 4 მათგანი გამოცდის მესამე ეტაპზეა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY