08/09/201 181 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მარინა ეზუგბაია - დაავადებამ ინტენსიური გავრცელება მიიღო და ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვისქვეშ დგება - აჭარა უკვე წითელი ზონაა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა მეტყველებს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებამ ინტენსიური ხასიათი მიიღო და კონტროლირებადი მატება ეჭვქვეშ დგება.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავადობის მაჩვენებლები შეიცვალა და 100 ათას მოსახლეზე 8 გახდა.
„მართალია, ამ მაჩვენებლით ჯერჯერობით ქვეყანა რჩება „მწვანე ზონაში“, რადგან ეს ინციდენტობა არის 10-ზე ნაკლები, მაგრამ ახალი 45 შემთხვევა ქვეყანაში პირველად დადასტურდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ დაავადებამ მიიღო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვისქვეშ დგება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება აჭარის რეგიონს, როგორც ეზუგბაია აცხადებს, რეგიონის ჩაკეტვაზე საუბარი ჯერ არ არის, თუმცა რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების გაფართოება იქნება საჭირო.
„აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა. იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარა უკვე წითელი ზონაა და იქ ალბათ დამატებითი ღონისძებები იქნება გასატარებელი, ეს არის რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების უფრო მეტად გაფართოვება“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობსითვის, საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1729 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და - 1321-ს შეადგენს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA