08/09/20994 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დავით ჭიჭინაძე - ვუსმინე სააკაშვილს და მისი ცნობილი ცრემლი დამაკლდა, გულაჩუყებული რომ ესაუბრება ხოლმე ხალხს

სააკაშვილი ვერც არჩევნების მერე ჩამოვა საქართველოში. ივანიშვილი კი, კვლავაც, როგორც არაერთხელ, შეეცდება სწორედ სააკაშვილი გამოიყენოს მაშველ რგოლად, რადგან სწორედ ისაა ივანიშვილის საყრდენი, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, „სააკაშვილი, როგორც ყოველთვის, თვალსა და ხელს შუა იტყუება“.
„სააკაშვილს, რომელიც დღეს ბოდიშს იხდის და ავიწყდება, როგორც ჩანს, როგორ ხდებოდა სწორედ მის დროს, იძულებითი საპროცესო გარიგებებით ხალხის გატყავება, ბინების წართმევა, ციხეებში ქონების გადაფორმება. ვალებით გაივსო ქვეყანა მის დროს, როგორც საშინაო, ფიზიკური პირების, ისე საგარეო ვალებით. თუ თავს ისევ დავიბრმავებთ და „ნაციონალებზე“ და „ოცნებაზე“ ვისაუბრებთ მხოლოდ, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანას პერსპექტივა მართლა არ ექნება. ვუსმინე სააკაშვილს და მისი ცნობილი ცრემლი დამაკლდა, გულაჩუყებული რომ ესაუბრება ხოლმე ხალხს. არადა, მართლა რომ თვალსა და ხელს შუა იტყუება ყოველთვის. ახლაც, წამლებზე საუბრობს და ოქრიაშვილი დაიბრუნა პარტიაში, სამართლიანობაზე საუბრობს და მერაბიშვილი უდგას გვერდით. ჩვენ კი, ისეთი ხელისუფლებაც არ გვყავს, რომელიც ადეკვატურ პასუხს გასცემს. პირიქით, მისი ნამოღვაწარის ხარჯზე ცდილობენ ძალაუფლების გახანგრძლივებას, რადგან, „ქართულმა ოცნებამ“, თუ რამე შესაჭმელი იყო გადარჩენილი, ბოლომდე შეჭამა და გამოხრა. ასე რომ, მე არ მგონია არცერთი პოლიტიკური ძალა, „ნაციონალების“ გარდა , რომელიც სააკაშვილს აპატიებს იმ დანაშაულებებს, რაც ამ ქვეყნის წინაშე აქვს ჩადენილი. ამიტომ, სააკაშვილი ვერც არჩევნების მერე ჩამოვა საქართველოში. ივანიშვილი კი, კვლავაც, როგორც არაერთხელ, შეეცდება სწორედ სააკაშვილი გამოიყენოს მაშველ რგოლად, რადგან სწორედ სააკაშვილია ივანიშვილის საყრდენი. ჩვენ კი ნამდვილად არ ვართ იმის ღირსი, რომ ამჯერადაც წარსულს და უიმედობას შორის გავაკეთოთ არჩევანი. დღეს თუ ვინმეა დასამარცხებელი, ეს ჩვენი უღირსი წარსულია, ის მევახშური წარსული, რომელიც დღესაც არსებობს და ბოგინობს”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY