06/09/20847 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიგი უგულავა - იქნება კოალიცია, აღარავინ აღარ იქნება ბატონი, მოვა ხელისუფალი, გემსახურება და წავა

„ევროპულმა საქართველომ“, სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევში, ციხე-გოჯთან, ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქის მხარდამჭერებს აფხაზთა კრების თავჯდომარე, მალხაზ პატარაია წარუდგინა, რომელიც „ევროპული საქართველოს“ გუნდს შეუერთდა.
გიგა ბოკერიამ მხარდამჭერებს პარტიის გეგმები გააცნო.
„მადლობა ყველას აქ ყოფნისათვის, მადლობა თქვენ ყველას წინასწარ იმ ბრძოლისთის და შრომისთვის, რომელშიც ერთად ვიქნებით შემდეგი 2 თვე. რაც მთავარია, ამ ბრძოლის შემდეგ, როცა ივანიშვილს გავუშვებთ სახლში, შემდეგ გვექნება ერთად სამუშაო, ჩვენ და თქვენ ამ ქვეყანას ერთად უნდა მოვუტანოთ ის გარდამტეხი ცვლილებები, რაც ამ ქვეყანას სჭირდება. ჩვენ უნდა შევუმციროთ ხალხს წნეხი, რათა მეტი სარგებელი დარჩეთ მათ ჯიბეში. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელიც თქვენთან ერთად უნდა განვახორციელოთ, რათა ყველა ოჯახს 2000 ლარით ნაკლები ხარჯი ჰქონდეს გადასახადების შემცირებით, ის ქონება, რომელსაც ბიუროკრატები ფლანგავენ, ხალხს უნდა დაუბრუნდეს კერძო საკუთრებაში, რათა ეკონომიკა ამუშავდეს და სამუშაო ადგილები შეიქმნას.
ჩვენ უნდა შევქმათ საქართველოს ისტორიაში პირველად, თქვენი დახმარებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რათა თან კრიმინალს არ ავაშვებინოთ თავი, რასაც ახლა ივანიშვილი აკეთებს და თან გვქონდეს თავისუფალი სასამართლო. ეს არის ის გარდამტეხი ცვლილებები, რაც გვჭირდება, ეს არის გზა, საითაც უნდა ვიაროთ და თქვენთან ერთად უნდა ვიყოთ ეს კომპასი, რათა ამ ქვეყანამ ამ გზას აღარ გადაუხვიოს. დღეს ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გუნდს შეემატა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ფიგურა, ადამიანი, რომელსაც მე ვიცნობ მრავალი წელია, ადამიანი, რომელიც მაგალითი იყო ეროვნული მოძრაობის საწყისიდან ამ ქვეყნის პატრიოტიზმის, სამოქალაქო ღირებულებების და წესიერების. ადამიანი, რომელიც წარმოადგენს დიდ თემს იმ ადამიანების, ვინც ჩვენმა მტერმა, ოკუპანტმა რუსეთმა გამოდევნა აფხაზეთიდან, ეს ადამიანი არის მალხაზ პატარაია და მიხარია, რომ ის არის ჩვენთან ერთად და ის, თქვენთან ერთად იქნება ნაწილი იმ გუნდის, ვინც ამ გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს.ერთად ვიბრძოლოთ ეს ორი თვე და შემდეგ ერთად ვიმუშაოთ, რათა ქვეყანას მოვუტანოთ გარდამტეხი ცვლილებები,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ იქნება გუნდი, რომელიც ქვეყანს ამ მძიმე კრიზისიდან გამოიყვანს.
„თუ რომელიმე გუნდი საქართველოში არის, ვისაც აქვს ხედვა, ცოდნა და კომპეტენცია, ენერგია და იცის თუ რა გზით უნდა წაიყვანოს ქვეყანა, ვინც შეიძლება ხალხს ემსახუროს, როგორც კომპასი, იმ უიმედობის და პრობლემების ოკეანეში, რომელშიც შეგვიყვანა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ. თუ ასეთი გუნდი არსებობს, ამ გუნდის სახელია ევროპული საქართველო, ამ გუნდის წევრები ხართ თქვენ და ეს გუნდი თქვენთან ერთდ იბრძვის გამარჯვებისათვის.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
გიგი უგულავას თქმით, „ევროპული საქართველო“ იქნება კომპასი, რომელიც ქვეყანას და ხალხს სწორი მიმართულებით წაიყვანს.
„ამ ქვეყანას ქმნის ადამიანი, სწორედ ადამიანს სჭირდება სასამართლო, მას სჭირდება დაბალი გადასახადი, რათა მეტი ფული დარჩეს მის ოჯახს, ეს ყველაფერი ერთად კი ქმნის განვითარებას. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ გარდამტეხი ცვლილებები მოვიდა და დადგა, ახლა უნდა ვიყოთ კომპასი და როცა გვკითხავენ, თუ რა იქნება შემდეგში, ვეტყვით, რომ იქნება კოალიცია, იქნება ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი, დაბალი გადასახადი, თავისუფალი სასამართლო, აღარავინ აღარ იქნება ბატონი , მოვა ხელისუფალი, გემსახურება და წავა. ეს არის ევროპული გზა და ეს არის ევროპული საქართველოს პროგრამა.“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 6-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      6 საათზე, 27 სექ
    • ქრონიკა 5-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      5 საათზე, 27 სექ
    • მთავარი 3-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      3 საათზე, 27 სექ
    • ფორმულა 12-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      2 საათზე, 27 სექ
    • მთავარი 12-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      2 საათზე, 27 სექ
    • მთავარი  9-ზე - 26 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 26 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • დღის სტუმარი - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • კომენტარი - 27 სექტემბერი, 2022. 29 წელი სოხუმის დაცემიდან 🔴 უწყვეტი რიგები ლარსის გამშვებ პუნქტზე
      27 სექტემბერი
    • დღის ამბები - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • დღის ამბები - 17 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • შენი შუადღე - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • დილის საუბრები - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • მხოლოდ ლელასთან - 26 სექტემბერი, 2022. აკია ბარბაქაძე
      26 სექტემბერი
    • ფარული კონვერტი  - 26 სექტემბერი, 2022.
      26 სექტემბერი
    • პატარები სდიდი შოუ - 26 სექტემბერი, 2022.
      26 სექტემბერი
    • პოლიტიკის ფორმულა - 26 სექტემბერი,2022. მობილიზაციას გამოქცეული რუსები — რა ხდება ამ წუთებში რუსეთ საქართველოს საზღვარზე?
      26 სექტემბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 26 სექტემბერი, 2022.
      26 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA