06/09/201 968 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ФСБ-ს თანამშრომლები და მანქანები სუს-ში - უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას უარყოფს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "შაბათის მთავარში" გასულ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სუს-ში ძმები ვერულიძეები არ მუშაობენ და არც არასდროს უმუშავიათ. რაც შეეხება რუსულნომრიან ავტომანქანას, რომლის ფოტომასალაც "მთავარმა" მოიპოვა, ლილუაშვილის უწყებაში ამბობენ, რომ ფოტო მათ ტერიტორიაზე გადაღებული არაა:
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ძმებ ვერულიძეებს (არც ერთ მათგანს) არასდროს არ უმუშავია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
რაც შეეხება სიუჟეტში ნაჩვენებ ავტომობილებს, ისინი გადაღებულია საჯარო სივრცეში, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილ ტერიტორიას.
აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმდინარე წლის 2 სექტემბერს მიმართა, თუმცა პასუხის მისაღებად კანონით გათვალისწინებულ თარიღს არ დაელოდა.
"მთავარი არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე.
აღნიშნული სიუჟეტი, “მთავარი არხის” ეთერში გასული სხვა დეზინფორმაციული სიუჟეტების მსგავსად, მიზნად ისახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციას და მისი რეპუტაციის დაზიანებას." ნათქვამია სუს-ის განცხადებაში."შაბათის მთავარში" გავიდა ჟურნალისტური გამოძიება იმის შესახებ, რომ ძმები ვერულიძეები, რომლებსაც ოპერატიული საქმიანობა რუსულ აკადემიაში აქვთ ნასწავლი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაასაქმეს. ჩვენი ინფორმაციით, ერთ ერთი მათგანი რუსულ ФСБ-შიც მუშაობდა.
ფოტოებში კი ჩანს რუსულნომრიანი ავტომანქანა, რომელიც ერთ ერთ ძმას ეკუთვნის. მანქანა 2018 წელს ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA