05/09/201 395 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პროკურატურა - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების საკნებში ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა, რომელიც საქმეს ერთვის

გენერალური პროკურატურის განმარტებით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, აღნიშნული მასალა დაცვის მხარეს გადაეცა.
„გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულების საპატიმრო საკნებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერების მასალა, მტკიცებულების სახით ბრალდებულების სისხლის სამართლის საქმეს ერთვის. ზემოაღნიშნული მასალა, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ბრალდების მხარემ 2020 წლის 3 სექტემბერს გადასცა დაცვის მხარეს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია. პროკურატურამ საქმეზე დაკავებული „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.
არსებული ინფორმაციით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერების მასალა, უკვე გადაეცათ ადვოკატებს: თეიმურაზ მაისურაძეს, ვასილ მამულაშვილს, ზურაბ ნადირაშვილს, გიორგი გელხაურს და მევლუდ ჩოფლიანს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 0

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA