05/09/201 342 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სერგი კაპანაძე - „ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშსწორება უნდა დამთავრდეს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშსწორება უნდა დამთავრდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
კაპანაძე ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ძალადობის ფაქტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ გარდამტეხი ცვლილებები უნდა მოხდეს. მისი თქმითვე, დაშინებით და ანგარიშსწორებით „ქართული ოცნება“ მაინც გამარჯვებას ვერ მოახერხებს.
„ჯერ კამპანია საარჩევნო აქტიურ ფაზაში არ შესულა და უკვე ვხედავთ „ლელოს“ წარმომადგენლებზე თავდასხმას, ვნახეთ გუშინ, რაღაც აბსურდული მცდელობა, რომ „ევროპული საქართველო“ მოეხსნათ რეგისტრაციიდან სრულიად გაუგებარი მიზეზით, ვნახეთ სახელმწიფო უწყებების მხრიდან გამოცხადებული ომი საარჩევნო პლაკატების მიმართ, უკვე დაიწყო აქტივისტების დაშინება, ეს კიდევ გაგრძელდება. ასეთივე ხელწერა იყო წინა არჩევნების დროს, როდესაც ოფისების დარბევა ვნახეთ, პირდაპირი ძალადობა, ცემა, მოსყიდვა და ეს არის თემები, რომლითაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან შეშფოთებულები არიან და ამას ადევნებენ თვალყურს. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამის გამო არცერთი ადამიანი არ ისჯება და სწორედ ესაა შესაცვლელი, რომ ასეთი ტიპის ანგარიშსწორება, ასეთი ტიპის პოლიტიკური დევნა მოწინააღმდეგის მხრიდან უნდა დამთავრდეს. ეს არის მთავარი ნაწილი იმ ცვლილებების, რომელიც უნდა მოხდეს არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ხელისუფლება ამ ინსტრუმენტებს არ გამოიყენებს, თუმცა, აქვე დარწმუნებით ვიცი, რომ ამისდა მიუხედავად, ისინი არჩევნებს წააგებენ, რადგან მათ მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვთ და დაშინებით, ისინი ხელოვნურად ვერ გაზრდიან ამომრჩეველთა რიცხვს“, - აცხადებს სერგი კაპანაძე, რომლის კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA