04/09/201 651 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

გასახდომი ჩაი და პრეპარატები - ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას არ ენდობა

თამარ ბაჩალიაშვილის დედა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და არ გამორიცხავს, რომ მის შვილს დიდი რაოდენობით პრეპარატების შეძენა აიძულეს. მისი თქმით, მან ასევე შეიძინა გასახდომი ჩაი, რაც თეონა თამაზაშვილის თქმით, სუიციდის ფაქტს ლოგიკურად არ უკავშირდება.
თეონა ბაჩალიაშვილი გამოძიებისგან სატელიტიდან ამოღებული ფოტოების გასაჯაროებას ითხოვს, სადაც გამოჩნდება, იდგა თუ არა თამარის ავტომობილი ადგილზე გაუჩინარების დღიდან.
ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის დედა საქმეში FBI-ის ჩართვას ითხოვს. ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. დეგნანის თქმით, FBI-ის იურისდიქცია აშშ-ზე ვრცელდება და საქმეში მხოლოდ მაშინ ერთვება, როცა საქმე ეხება აშშ-ს მოქალაქეს ან ქვეყნის ინტერესებს.
შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილების ოჯახი გამოძიებაში FBI-ს ჩართვას მას შემდგ ითხოვს, რაც საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, ისინი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან, თუმცა სახელმწიფოსგან უარი უკვე მიიღეს. როგორც ირაკლი შოთაძესთან გამართული შეხვედრის შემდგ, სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ გუშინ, 3 აგვისტოს განაცხადა, აშშ-ს საგამოძიებო უწყება საქმეში არ ჩაერთვებოდა.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ  ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმად, 23 წლის პროგრამისტის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტების გადაჭარბებული დოზა გახდა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA