არჩევნები NDI-ს გარეშე-ორგანიზაცია დამკვირვებლებს არ აგზავნის
NDI-ს გადაწყვეტილებზე, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლებს არ აგზავნის, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება ამ სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები გამადიდებელი შუშით, დისტანციურ რეჟიმში დააკვირდებიან კენჭისყრის პროცესს. ხელისუფლების ოპონენტებს მოლოდინი აქვთ, რომ რეაგირების გარეშე არ დარჩება არცერთი შესაძლო ჩარევა
გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე NDI-ის დამკვირვებლები არ ჩამოვლენ, თუმცა საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის ანალიტიკოსები საქართველოში მყოფი თანაშემწეების მეშვეობით, ვირტუალურ რეჟიმში იმუშავებენ და ყურადღებით დააკვირდებიან როგორც წინასაარჩევნო პროცესს, ისე კენჭისყრის დღეს.
ივანიშვილს ექნება უდიდესი ცდუნება გამოიყენოს ნაცადი მექანიზმები, როგორიცაა დაშინება შანტაჟი, მუქარა, სწორედ ამ მექანიზმების გამოყენებით აყალბებდა არჩევნებს წარსულში - ამბობს "ენმ"-ს წევრი თინა ბოკუჩავა.ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საერთაშორისო პარტნიორების წინასაარჩევნო გზავნილებში ერთ ერთი მთავარი თემა გარე ჩარევები და პარტიების გარე დაფინანსებაა, თუმცა ხელისუფლება ამ საკითხს უყურადღებოდ ტოვებს:
კარგი იქნებოდა ადგილზე მეტი დამკვირვებელი ყოფილიყო NDI-დან თუმცა დამკვრივებლები გვეყოლება სხვა ორგანიზაციებიდან და თუ ვინმეს ჯერ კიდევ აქვს იმის ილუზია, რომ დაკვირვების გარეშე ჩაივილს, ასე არ იქნება - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე.
"ვხედავთ რომ პატრიოტთა ალიანსის პლაკატებითაა მიმოფენილი მთელი ქალაქი. არავითარი რეაგირება არ აქვს სახელმწიფოს და სუსს-ს და ეს აფიქრებინებს ჩვენს პარტნიორებს, რომ არჩევნები დემოკრატიულ რეჟიმში არ ჩატარდება" ამბობს "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ხათუნა სამნიძერეფორმების მიუხედავად, რამდენიმე საკითხი შეშფოთების საგნად რჩება - ამბობს NDI-ს პრეზიდენტი დერეკ მიტჩელი.