04/09/20867 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დავით ზალკალიანი კიბერშეტევაზე - არ მოგვერიდება სახელების დარქმევა თუ საიდან და ვინ განახორციელა ეს უკანონო ქმედება

რა თქმა უნდა, არ მოგვერიდება სახელების დარქმევა თუ საიდან და ვინ განახორციელა ეს უკანონო ქმედება. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, -ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს ამ უკანონო ქმედების ავტორების გამოსავლენად და იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი მკაცრი შეფასება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
„რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ის უკანონო ქმედება, რომელიც განხორციელდა ლუგარის ლაბორატორიის ცენტრის მიმართ. ეს არის იმ დეზინფორმაციული და უკანონო კამპანიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ხორციელდება პანდემიის პირობებშიც კი, საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ძალიან ფასეული ინსტიტუტის მიმართ. იცით რაოდენ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლუგარის ლაბორატორია პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. სწორედ ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინსტიტუტზე მიიტანეს შეტევა. შეტევა იყო, რა თქმა უნდა, გამიზნული იმისთვის, რომ ამ ინსტიტუტის პარალიზება მოეხდინათ, რადგან პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოსა და მთლიანად ჩვენი ხელისუფლების წარმატების განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი არის ლუგარის ლაბორატორია. ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები არიან მჭიდრო კომუნიკაციის რეჟიმში ყველა ჩვენს პარტნიორთან", - განაცხადა ზალკალიანმა.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, 2020 წლის 1-ელ სექტემბერს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA