03/09/202 714 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

50-მდე ადამიანი უნდა წავიდეს ციხეში, მათ შორის ნიკოლაძე - ნიკა გვარამია შაქარაშვილის საქმეზე

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გიორგი შაქარაშვილის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე დღეს გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.
გვარამია მიიჩნევს, რომ საქმე ლოგიკური დასასრულისკენ მიდის და "ქართულ ოცნებას" მოუწევს, ადრე თუ გვიან, სიმართლე გაასაჯაროვოს. გარდა ამისა, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ საქმეზე, დაახლოებით, 50-მდე ადამიანია დასაჭერი.
იმით დასრულდება ეს ყველაფერი, რომ საქმე გაიხსნება უფრო გვიან, მაგრამ ვინც ამას აყალბებს, დაისჯება ყველა. მე ახლა რასაც ვთვლი, გამყალბებლების რაოდენობას, თავისი მოწმეებიანად და დაზარალებულებიანად, ვინც ცრუ ჩვენებებს იძლევა, 50-მდე ადამიანი უნდა წავიდეს ციხეში ამ საქმისთვის. 50-მდე სამართალდამცველი, დაზარალებული, დაკავშირებული, ჩამფარცხავი, "კაწრო", ბუაძე და ა.შ. - განმარტა გვარამიამ.
გვარამია არ გამორიცხავს, რომ მოკლული ფეხბურთელის ბიძასაც დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რადგან მისი თქმით, მირიან ნიკოლაძე  მიზანმიმართულად ცდილობს ყალბი ვერსიების გამყარებას.
ეს ის შემთხვევაც შეიძლება აღმოჩნდეს, როცა დაზარალებულის წარმომადგენელიც კი წავიდეს ციხეში გაყალბებაში ჩართულობის გამო. ვიძახი ბიძაზე, სრული პასუხისმგებლობით, იმიტომ, რომ იგი არა შემთხვევით, არა შეცდომით, პროკურატურის ყალბ პოზიციებს ამყარებს, - თქვა მან.
პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ შაქარაშვილის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომელმაც გამოძიებას განზრახ მიაწოდა ცრუ ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY