03/09/20827 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

შაქარაშვილი ცხედარი წყალში 3-4 დღე იყო - ექსპერტიზის საბოლოო დასვნა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ დღეს ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა გაასაჯაროვა.
დასკვნიდან ცნობილი ხდება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის სხეულზე არსებული დაზიანებები გამოიწვევდა ქალა ტვინის ტრავმას, ტვინის შერყევას (რასაც თან სდევს გონების დაკარგვა), ეს კი მას შეუზღუდავდა მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებობას. 
გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია გიორგი შაქარაშვილის წყალში ყოფნის პერიოდზე და ნათქვამია, რომ სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა, ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის 10-20 წუთიან ინტერვალს. ცხედრის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა კი შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს. 
აღნიშნული დასკვნა, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებს წარდგენილი ბრალდებების უტყუარობას - ბრალდებულთა მიერ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტს.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე დღეს დამატებით 1 პირი დააკავეს. მან  სამართალდამცავ ორგანოებს შეგნებულად ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გიორგი შაქარაშვილი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით. 
ცნობისთვის, შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე ჯამში 18 პირია დაკავებული.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 0

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 0

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.