02/09/201 676 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ოცნება" მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში ვერ ხედავს - იერიში ექსპრეზიდენტზე

მმართველის პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ბიძინა ივანიშვილის ფავორიტმა ირაკლი კობახიძემ დღეს არ დამალა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ "ოცნების" იერიში წინასწარ დაგეგმილია. პოლიტიკური შტურმის მიტანა მესამე პრეზიდენტზე მას შემდეგ გადაწყდა, რაც ივანიშვილის გუნდი ახალი გარემოების წინაშე დადგა. ახალი გარემოება კი ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის განაცხადია  - ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დააანონსა, რომ თუ საჭირო გახდება, კამპანია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.
მმართველობის ორი ვადის დასრულების შემდეგ ირკვევა, რომ მესამე ვადით "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში დარჩენა ისევ იგივე დანაპირებით სურს - დაამარცხოს "ნაციონალური მოძრაობა". ასე მაგალითად, "ქართული ოცნების" დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ, რომელმაც როგორც თვითონ თქვა, დღეს ბოლო საპარლამენტო გამოსვლა ჰქონდა, მიმართვის 10 წუთი მიხეილ სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბარს დაუთმო. გაახსენდა მირზა გელოვანის ლექსებიც, შემდეგ კი მესამე პრეზიდენტს ისიც დაემუქრა, რომ თუ დაბრუნდება ციხეში წასვლა მოუწევს.  
იმუქრებოდა ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ორი ვიცე-პრემიერიც. "ოცნების" ლიდერის ფავორიტი მინისტრები თეა წულუკიანი და მაია ცქიტიშვილიც მესამე პრეზიდენტის ადგილს პოლიტიკაში ვერ ხედავენ. 
მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებს "ოცნების" ეს პოლიტიკური ისტერია არ უკვირთ. მათი თქმით, ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი, ვისაც "ქართული ოცნების" დამარცხებაში გარდატეხის შეტანა შეუძლია, სწორედ მიხეილ სააკაშვილია. საყოველთაო შტურმიც "ოცნების" სრულმა შემადგენლობამ ამიტომ წამოიწყო.
უმრავლესობიდან დემარშით წასულები ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებენ, რომ იგივე "ტრიუკი" მას აღარ გაუვა. მათი თქმით, ამომრჩეველმა ყველაფერი იცის და "ოცნების" 8-წლიანი რიტორიკა მიხეილ სააკაშვილზე უკვე დიდი ხანია გაცვდა. 
მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალური განაცხადი იმის შესახებ, რომ ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება, 6 დღის წინ გააკეთა. ამის შემდეგ "ოცნებისთვის" მთავარი პოლიტიკური თემა - მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია.  

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 21 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 სექ
    • კურიერი - 21 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 სექ
    • მოამბე 21 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 სექ
    • პირველები - 21 სექტემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 სექ
    • ფორმულა 20:00 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 სექ
    • ქრონიკა 20:00 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ანეგდოტების შოუ - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • სხვა რაკურსი - 21 სექტემბერი, 2023. თეკლა ნაჭყებია • დარიკო მატკავა  “სხვა რკურსის” მოგზაურობა თურქეთში
      21 სექტემბერი
    • ღამის მთავარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • პირველი ხაზი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • მრგვალი მაგიდა — 21 სექტემბერი, 2023. ხელისუფლება რუსეთის აგენტის ფარად
      21 სექტემბერი
    • კაცები - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • სანაია - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • რეაქცია - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • სპექტრი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის ამბები - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY