02/09/201 314 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დავით საყვარელიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი რჩება საქართველოს სიბნელიდან გამოყვანის მთავარ გარანტად

საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე მედიისთვის რამდენიმე დღის წინ მიცემულ კომენტართან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ მისი ნათქვამი არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.
როგორც დავით საყვარელიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ის საქართველოს სიბნელიდან გამოყვანის მთავარ გარანტად და ფაქტორად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მიიჩნევს. მეორე მხრივ, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე გიორგი ვაშაძეზეც საუბრობს და დარწმუნებით აცხადებს, რომ მისი ნათელი გონება და ენერგია საქართველოს სიბნელიდან გამოყვანას და აღმშენებლობას მოხმარდება.
„საჭიროდ ჩავთვალე, განვმარტო ის, რაც ჩემთვის 2+2-ია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უბრალოდ პარტია არ იყო და არც მომავალში იქნება. ენმ-ში ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გავატარე და მერგო პატივი, ძალიან რთულ წლებში, ბევრ ღირსეულ ადამიანთან ერთად მხარდამხარ მებრძოლა. სიმართლე გითხრათ, არც ახლა და არც აქედან შემიწყვეტია საქართველოსთვის ბრძოლა. ენმ-მა და მისმა ლიდერმა შეძლო შეექმნა საქართველოს ისტორიაში პორველი, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს პირველი ჩანასახი და ახლაც, ამდენ ქარცეცხლგამოვლილი, რჩება საქართველოს სიბნელიდან გამოყვანის მთავარ გარანტად და ფაქტორად.
კომენტარში ვთქვი და კიდევ ერთხელ აქაც გავიმეორებ, რომ საპარლამენტო სისტემაში, პარლამენტში ხმათა უმრავლესობის მომპოვებელ ნებისმიერ პარტიას უფლება აქვს დააყენოს პრემიერ-მინისტრის თავისი კანდიდატურა. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს პოლიტიკური ძალა სწორედ ენმ იქნება. შესაბამისად, დაველოდოთ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელებას, არც ისე შორია.
რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, ის ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ამ ურთიერთობას ძალიან ვაფასებ და ვუფთხილდები. ძალიან მინდა და დარწმუნებულიც ვარ, მისი ნათელი გონება და ენერგია საქართველოს სიბნელიდან გამოყვანას და აღმშენებლობას მოხმარდება. აქვე გავიმეორებ, რომ მასაც წარმატებას ვუსურვებ თავის გუნდთან ერთად. დარწმუნებული ვარ, სწორ მხარეს დადგება. საქართველოში მალე გათენდება“, - წერს დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 40

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA