ედუარდ კოკოითი ცხინვალში არ შეუშვეს
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი არ შეუშვეს. მან 29 აგვისტოს მხარდაჭერა გამოუცხადა ცხინვალში, მიმდინარე ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს, 30 აგვისტოს კი ცხინვალისკენ გაემგზავრა.
„კავკაზ.რეალიი“-ს ინფორმაციით, კოკოითის და მისი თანმხლები პირების ავტომანქანები „საზღვრამდე“ არ მიუშვეს და გააჩერეს ჩრდილოეთ ოსეთის სოფელ ბურონთან, სადაც რუსეთის ეროვნული გვარდიის რაზმი იყო მობილიზებული. „კავკაზ.რეალიი“ სამართალდამცავ ორგანოებში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კოკოითის შეახსენეს კორონავიუსის გამო „სამხრეთ ოსეთში“ მოქმედი შეზღუდვები, რის შემდეგაც ის თანმხლებ პირებთან ერთად უკან გაბრუნდა.
30 აგვისტოს, ტელეგრამ არხი brief Незыгарь-ი იუწყებოდა, რომ კოკოითი პირადად ხელმძღვანელობდა რუსეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საზღვართან მდებარე ქვემო ზარამაგის რუსული გამშვები პუნქტის შტურმს, რის გამოც ადგილზე გამოიძახეს რუსეთის ეროვნული გვარდიის და სასაზღვრო სამსახურის დამატებითი ძალები, ხოლო „სამხრეთ ოსეთის“ მხრიდან მობილიზებული იყო ადგილობრივი „ომონი“ და ე.წ. უშიშროების კომიტეტის სპეცრაზმი.
ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო გამოსვლები 28 აგვისტოდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა წამებით მოკლეს დე ფაქტო შს მინისტრ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ინალ ჯაბიევი.