11/02/201 577 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

კინზინგერი უგულავას საქმეზე - სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არაა

კონგრესმენი ადამ კინზინგერი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. კინზინგერის თქმით, „სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არაა“.
„გიგი უგულავა, ევროპული საქართველოს ლიდერი, დღეს დააპატიმრეს და 38 თვე მიუსაჯეს ძველი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც მან სასჯელი უკვე მოიხადა. რომ ვთქვა, ეს შემაშფოთებელია-მეთქი, ძალიან ცოტას ვიტყვი. სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არაა“, – წერს კინზინგერი „ტვიტერში“.
ადამ კინზინგერი აქამდე იყო ერთ-ერთი იმ კონგრესმენებიდან, რომლებმაც გიორგი გახარიას კრიტიკული შინაარსის წერილი გამოუგზავნეს. რამდენიმე დღის წინ ის არჩილ თალაკვაძესაც შეხვდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY