ოფიციალურმა კიევმა ბელარუსთან ყველა სახის ურთიერთობა გაწყვიტა
ოფიციალურმა კიევმა ბელარუსთან ყველა სახის ურთიერთობა გაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მედია ავრცელებს.
უკრაინა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ბელარუსთან პოლიტიკური ურთიერთობების გადახედვა დაიწყო. საგაერო უწყებაში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მინსკში მიმდინარე მოვლენება გამოიწვია.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ განცხადებაში ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს უსამართლო უწოდეს, ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდეს და ახალი სანქციების შემოღებაც დააანონსეს. დღეს, 29 აგვისტოს კი ლუკაშენკო მინსკში გამოჩნდა და ევროპის ქვეყნებს საპასუხო სანქციებით დაემუქრა.
ცნობისთვის, 22 აგვისტოს ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხდა, რომ ის და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საერთო აზრზე არიან, რომ დასავლთ საზღვარზე ავიწროებენ და წამლავენ. მისივე თქმით, ეს იმისთვის ხდება, მათ რუსეთს შეუტიონ.
შეგახსენებთ, რომ კრემლმა უკვე დააკომპლექტა სამართალდამცველთა რაზმები, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში ბელარუსში გაემგზავრებიან. ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა ერთ-ერთ რუსულ არხზე გააკეთა, თუმცა ბელარუსის მოსახლეობა დაამშვიდა, რომ ჯერ ამის საჭიროებას ვერ ხედავს.
კადრები, სადაც ჩანს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ჯარის მობილიზაცია დაიწყო, ბელარუსის დასავლეთშია გადაღებული. მიზეზად, ბელარუსის ლიდერი, ნატო-ს პოლონეთში მიმდინარე წვრთნებს ასახელებს და საპასუხო მანევრებისთვის ემზადება.
ცნობისთვის, ბელარუსში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 1994 წლიდან უცვლელმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, 26-წლიანი მმართველობის შემდეგ, კენჭი მეექვსედ იყარა და თავი ამჯერადაც გამარჯვებულად გამოაცხადა. აქციებზე ასობით ადამიანი დაშავდა, ორი კი დაიღუპა.
დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესიც. ხმის მიცემის დროს მინსკის პოლიციამ ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერი დააკავა. ოპოზიციამ მიმდინარე პროცესები მაშინვე გააპროტესტა და მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევასა და ხელისუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა.
შედეგების გასაჯაროების შემდეგ უკმაყოფილო მოსახლეობა ქუჩაში უკვე მასობრივად გამოვიდა და ლუკაშენკოს მთავრობა არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. დაპირისპირება მოხდა მინსკსში, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. ათობით ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო. დააკავეს 200-მდე დემონსტრანტი.