28/08/201 204 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნოდარ ხარშილაძე - თუ „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილს პრემიერად დაასახელებს, იგივე წრეზე წავალთ

საკმაოდ უარყოფითი რეაქცია აქვს მიხეილ სააკაშვილის დასახელებას პრემიერად, როგორც პირველი პირის აღქმას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება და ბევრად უკეთესი იქნებოდა, მათ უფრო ახალ სახეზე გაეკეთებინათ გათვლა, - ასე აფასებს „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის" ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი დაასახელოს.
ხარშილაძის მოსაზრებით, რთული სათქმელია, რა ლოგიკას ეფუძნება „ნაციონალური მოძრაობის“ ეს გადაწყვეტილება.
„თუმცა, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ვერ ჩამოვა, რადგან ამას კანონი უკრძალავს. ასევე, ისიცაა, რომ კონტრპროდუქტიულია, იმიტომ, რომ საკმაოდ უარყოფითი რეაქცია აქვს თვითონ მიხეილ სააკაშვილის დასახელებას პრემიერად, როგორც პირველი პირის აღქმას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება და ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ მათ უფრო ახალ სახეზე გაეკეთებინათ გათვლა. ერთი რამ აშკარაა, რომ თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ისევ იგივე წრეზე წავალთ, ისევ იქნება „რეფერენდუმი“- მიშა თუ ბიძინა. ასე არ გამოდის, „ნაცმოძრაობა“ მაგას უნდა მიხვდეს და დაანებოს თავი ამ „რეფერენდუმის“ ჩატარებას ყოველ არჩევნებზე“, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ პრემიერ-მინისტრის კანდიდატად გიოგრი ვაშაძის დასახელებას, ხარშილაძის თქმით, ვაშაძეს კანონი ხელს არ უშლის თეორიულად გახდეს პრემიერ-მინისტრი, რისი შესაძლებლობაც სააკაშვილს ამ ეტაპზე კანონით არ აქვს.
„შესაბამისად, ვაშაძეს შანსი აქვს გახდეს პრემიერ-მინისტრი, თუნდაც თეორიულად, იმ შემთხვევაში, თუ კომპრომისული კანდიდატი იქნა ოპოზიციის მხრიდან. მიხეილ სააკაშვილს ამაში ჯერჯერობით ხელს უშლის არსებული კანონმდებლობა და მის წინააღმდეგ აღძრული საქმე. მათ შორის კონკურენტობაზე საუბარი რთულია, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერი მეტი ჰყავს, მაგრამ, ჩემი აზრით, სწორია განცხადება იმაზე, რომ ყველა პარტიამ უნდა დაასახელოს თავისი კანდიდატი“, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY