10/02/202 562 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიგი უგულავა - თავისუფლების გზა თუ ციხეზე გადის, მზად ვარ მესამეჯერ წავიდე ციხეში - მე ამაზე არ ვწუხვარ

თავისუფლების გზა თუ ციხეზე გადის, მზად ვარ მესამეჯერ წავიდე ციხეში. მე ამაზე არ ვწუხვარ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მის მიმართ უზენაესი სასამართლოს გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. უგულავას თქმით, ოპოზიციის ერთობა ბიძინა ივანიშვილს აშინებს, რაც ამ გადაწყვეტილების მიზეზია. მისივე თქმით, ის არ აპირებს მასთან ვაჭრობაში შესვლას. ამასთან, უგულავამ არ გამორიცხა, რომ დაჭერები კიდევ იქნება.
„რას ვაპირებ? პირველი და მთავარი - მხოლოდ სიმტკიცე, ღიმილი, მინიმალური ღელვა და მაქსიმალური კონცენტრაცია საქმეზე. ფაქტი ერთია - გზა, რომელიც ოპოზიციამ აირჩია, აშინებს ივანიშვილს. ერთობა, რომელიც აქ სუფევს, არის გამარჯვების წინაპირობა. ამ გზაზე იქნება დაჭერები და მიუხედავად ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებული პოლიტიკური წნეხისა, ივანიშვილი გონდაკარგულია. ეს არის ცუდი, მაგრამ ეს მოცემულობაა, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. არავითარი დაჭერა არ შეგვაცვლევინებს ჩვენ აზრს და არ ვაპირებთ, რაღაც ბინძურ ვაჭორობაში შევიდეთ ამ გოგოლის პერსონაჟთან. არ ვაპირებთ, ვივაჭროთ ადამიანების ზურგს უკან. ივანიშვილი ასეთი ქმედებებით მხოლოდ სიტუაციას ძაბავს და მის რადიკალიზაციას ახდენს, რაც მისთვის ძალიან ცუდად დამთავრდება. თავისუფლების გზა თუ ციხეზე გადის, მზად ვარ მესამეჯერ წავიდე ციხეში. მე ამაზე არ ვწუხვარ,“ - განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY