17/08/201 481 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სერგი კაპანაძე ხელისუფლებას - ბელარუსის ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი დღეების დროს, როგორ მოახერხეთ, რომ საქართველოს ელჩი ისვენებდა და თურმე ადგილზე არ იმყოფებოდა?!

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გამგზავრებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასთან ორი კითხვა აქვს.
„თუ ის მართალია, რომ ელჩი ჩავიდა გუშინ და მანამდე არ ჩადიოდა იმიტომ, რომ შვებულებაში იმყოფებოდა, მაშინ ამ თემასთან დაკავშირებით ორი დიდი კითხვა მრჩება. პირველი - ამ ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ რატომ არ გააკეთა არანაირი კომენტარი და შეფასება ბელარუსი ხალხის დამოუკიდებლობისკენ, თავისუფებისკენ და დემოკრატიისკენ სწრაფვაზე, მაშინ როცა ყველა ჩვენი პარტნიორი მათ მხარს უჭერს და სოლიდარობას გამოთქვამს? ახლა უკვე დაემატა მეორე კითხვა - ბელარუსის ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი დღეების დროს - ასეთი მნიშვნელოვანი დღეები ბოლო 20-25 წლის განმავლობაში არ ყოფილა, როგორ მოახერხეთ, რომ საქართველოს ელჩი ისვენებდა და თურმე ადგილზე არ იმყოფებოდა?! ეს არის ჩემი მთავარი კითხვები“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.
მისი განცხადებით, კითხვებზე პასუხი აჩვენებს, თუ როგორი არათანმიმდევრული, არასწორი და საზიანო საგარეო პოლიტიკა აქვს საქართველოს ხელისუფლებას.
„რეისი, როგორ განხორციელდა და როდის ჩავიდა ელჩი ბელარუსში, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. ეს ორი მთავარი კითხვაა, რომელზეც ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ და ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ამ ორ კითხვაზე პასუხი აჩვენებს იმას, თუ როგორი არათანმიმდევრული, არასწორი და საზიანო საგარეო პოლიტიკა აქვს საქართველოს ხელისუფლებას ბოლო წლების განმავლობაში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ