16/08/201 219 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მომავალ კოალიციაში სააკშვილის გაპრემიერება შეუძლებელი და გამორიცხულია - გივი თარგამაძე

"ევროპული საქართველოს" დეპუტატის, გივი თარგამაძის თქმით, მომავალ კოალიციურ მთავრობაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრად დანიშნვა შეუძლებელი და გამორიცხულია. ამ თემაზე მან სტატუსი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ენმ-სთვის ოპოზიციის ხმები იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც სხვა პარტიებისთვის.
თანაბარ პარტნიორობაზე დამყარებული გამარჯვების შედეგი უნდა იყოს ქართული დემოკრატიის ისტორიაში პირველი ევროპული კოალიცია, როლმლის შემადგენლობის განჭვრეტა მაქსიმალური მიახლოებით ეხლავეა შესაძლებელი და შესაბამისად, იმის მიღებაც, რომ მომავალ კოალიციაში სააკაშვილის გაპრემიერება შეუძლებელია. გამორიცხული. ამდენად, ახლა ამ საკითხის დაჟინება და დანარჩენი ოპოზიციის დამუნათება ერთის მხრივ ამომრჩევლის მოტყუებაა და მეორეს მხრივ - ივანიშვილის აგიტპროპაგანდის მთავარი ვექტორის - თუ მე წავედი, მიშა მოვა - გამყარება. ამისი მხოლოდ ლიდერის საამებლად და მისი ახირების გამო კეთება სრული უპასუხისმგებლობაა, - წერს გივი თარგამაძე.
თარგამაძის თქმით, "ევროპული საქართველო" კოალიციას შეკრავს და ვინ მეტად იქნება მასში წარმოდგენილი და ვინ ნაკლებად, ამას არჩევნები გადაწყვეტს.
ოპოზიციაში განხეთქილება მას შემდეგ დაიწყო, რაც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, კოალიციური მთავრობის შემთხვევაში ყოფილი თანაგუნდელები, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან, მათ შორის, არც პრემიერმინისტრად.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს განცხადება თავდასხმად შეაფასა. მათი თქმით, ოპოზიციის მხრიდან მსგავსი განცხადებები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ინტერესებში შედის და თუ კოალიცია ენმ-სთან არ გაქვს, ეს ნიშნავს, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" გაქვს.
დავით ბაქრაძის მოულოდნელი განცხადების შემდეგ "ევროპულ საქართველოში" დამატებითი განმარტებები გაკეთდაპარტიაში აზუსტებენ, რომ ახლა კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებაზე და პრემიერ მინისტრის სავარძელზე საუბარი ნაადრევია, თუმცა პირველი პირის სავარძელში კოალიციური ხელისუფლებისთვის კომპრომისული ფიგურას მოიაზრებენ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY