14/08/201 447 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

პირადად ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება - ღარიბაშვილი

ჩვენი ეკონომიკა, უმუშევრობა და სიღარიბე, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენს ხელისუფლებას არ მოუტანია - ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას უკვე ტრადიციულად საუბრის ძირითადი დრო წინა ხელისუფლების ლანძღვას და ბიძინა ივანიშვილის ქებას დაუთმო. ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება იდეალური არ არის, თუმცა საკუთარი შეცდომების დანახვის უნარი აქვს:
ჩვენი გუნდი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ამ მთავარ მონაპოვარს კიდევ უფრო განამტკიცებს 2020 წლის არჩევნებში - ამბობს თავდაცვის მინისტრი და ოპონენტებს ისევ დესტრუქციულ ძალად მოიხსენიებს:
"ჩვენი ოპონენტები, დესტრუქციული ძალა, ყოველთვის აპელირებს, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი იყო იდეალურად და 2012 წლის შემდეგ ეს ყველაფერი ერთიანად დაინგრა. ეს არის ის ნარატივი და ტყუილი, რასაც დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებენ" ამბობს ღარიბაშვილი. დღესვე ღარიბაშვილმა აფხაზეთში ომის დაწყების 28 წლისთავი და 2008 წლის აგვისტოს ომი ერთმანეთს დაუკავშირა და ისევ "უგუნურ ხელისუფლებაზე" ისაუბრა:
„მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო აფხაზეთის ომში დაღუპული 10 000-მდე ჩვენი თანამოქალაქე. 28 წელი გავიდა მას შემდეგ, ომი გაგრძელდა 13 თვეს და 13 დღეს და დასრულდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით. მე ეს შემთხვევით არ მიხსენებია, ეს არის თითოეულის ჩვენგანის ტკივილი, ტრაგედია და გაკვეთილი, რაზეც ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ და აღარ დავუშვათ შეცდომა. საუბედუროდ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენმა ყოფილმა, უგუნურმა ხელისუფლებამ ქვეყანას ვერ აარიდა ის უბედურება და ნგრევა, რაც გამოიწვია აგვისტოს ომმა. ეს არის მწარე გაკვეთილი და გამაოგნებელია ის, რომ ასეთი მემკვიდრეობის დანატოვარი ხელისუფლება, ჩვენი ქვეყნის მთავარი დესტაბილიზაციის წყარო და მისი ბელადი ჯერ კიდევ საფრთხეს უქმნის და განსაცდელის წინაშე აყენებს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენი ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა, არის მშვიდობა, სტაბილურობა და თითოეული მოქალაქის თავისუფლება“- ამბობს ღარიბაშვილი. თავდაცვის მინისტრსა და "ქართული ოცნების" პოლიტიკურ მდივანს 11 აგვისტოსაც თითქმის ანალოგიური გამოსვლა ჰქონდა. მმართველმა გუნდმა ამ დღეს ლაგოდეხში, "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარადგინა და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდს "უიშვიათესი გამონაკლისი" უწოდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York