14/08/201 097 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ისრაელი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და შეიხ მოჰამედ ალ ნაიანის ერთობლივი განცხადებით ვიგებთ, რომ შედგა ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც „ხელს შეუწყობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებას“, რის შედეგადაც ისრაელი დასავლეთ სანაპიროზე თავისი სუვერენიტეტის გავრცელების პროცესს შეაჩერებს.
 HUGE breakthrough today! Historic Peace Agreement between our two GREAT friends, Israel and the United Arab Emirates!— Donald J. Trump (@realDonaldTrump) August 13, 2020
შეგახსენებთ, რომ ისრაელს ამ დრომდე დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, თუმცა არსებობს არაფორმალური კონტაქტები, რაც ირანის რეგიონალური გავლენებითაა განპირობებული.
პრეზიდენტ ტრამპის განცხადების შემდეგ ისრაელის პრემიერმა ნეთანიაჰუმ დატვიტა: “ისტორიული დღე’’.

 „გამარჯვება რეგიონისთვის და დიპლომატიაში“ - ასე გამოეხმაურა ერთობლივ განცხადებას არაბეთის გაერთიანებული საამიროების ელჩი აშშ-ში: „ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, რაც ამცირებს დაძაბულობას და ქმნის ახალ ენერგიას პოზიტიური ცვლილებებისთვის“.
უახლოეს ხანში ისრაელისა და გაერთიანებული საამიროების დელეგაციები ორმხრივი ხელშეკრულების ხელმოსაწერად შეიკრიბებიან. მშვიდობის დოკუმენტი შემდეგ პუნქტებს მოიცავს:  ინვესტიციები, ტურიზმი, პირდაპირი ფრენები, უსაფრთხოება, ტელეკომუნიკაციები, ტექნოლოგიები, ენერგო სექტორი, ჯანდაცვა, კულტურა, გარემოს დაცვა და საელჩოების გახსნა.

 Joint Statement of the United States, the State of Israel, and the United Arab Emirates pic.twitter.com/oVyjLxf0jd— Donald J. Trump (@realDonaldTrump) August 13, 2020
მხარეები ასევე შეურთდებიან აშშ-ის ინიცირებულ ხელშეკრულებას - „სტრატეგიული გეგმა ახლო აღმოსავლეთისათვის“.
ისრაელის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შემდეგ (1948) ეს მესამე სამშვიდობო ხელშეკრულებაა ამ ქვეყანასა და არაბული სამყაროს ქვეყნებს შორის.
მანამდე ასეთი ჯერ ეგვიპტესთან (1979 წელს), ხოლო შემდეგ იორდანიასთან (1994) დაიდო.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA