13/08/201 570 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი - პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი მუდმივად ცდილობს, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველოს სახელი შეულახოს

დიდუბე - ჩუღურეთის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გია ვოლსკის შეფასებით, პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი მუდმივად ცდილობს, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველოს სახელი შეულახოს. მან ჟურნალისტებთან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის სტივენ ბიგანის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ დღეს სასამართლო გამოვიდა იმ დაქვემდებარებიდან და შეკვეთებიდან, რომელსაც მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ახორციელებდა.
„რასაკვირველია, ზუსტად იგივე გზავნილებია, რასაც ჩვენი ხელისუფლება ქადაგებს, უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო. დამოუკიდებლობის ინდექსს თუ გადახედავთ, მიხვდებით, თუ რამხელა პროგრესია გაკეთებული იმ სასამართლოდან, როდესაც გამამართლებელი განაჩენი იყო 0.01%-ის ფარგლებში. თუკი ამ მაჩვენებლებს გადახედავთ და ვითარებას შეაფასებთ, მიხვდებით, რაზე მეტყველებს ეს ინდექსი. ეს ინდექსი მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო გამოვიდა დაქვემდებარებიდან და შეკვეთებიდან, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება ახორციელებდა, ეს ვითარება აღარ არის.
რაც შეეხება არჩევნების დემოკრატიულად, გამჭვირვალედ ჩატარებას და ყველა სტანდარტის დაცვას, ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხი უნდა გაეცეს იმ ბრალდებებს, რომელიც პოლიტიკური სპექტრის ერთ ნაწილს გააჩნია და რომელიც მუდმივად საერთაშორისო დონეზე ცდილობს, რომ საქართველოს სახელი შეულახოს. ამასთან დაკავშირებით, სწორედ ასეთი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ამისთვის მზად არის და კიდევ ერთხელ ღირსეულად წარდგება თავისი პოზიციით და ხაზს გაუსვამს, რომ საქართველოში საერთაშორისო დონეზე არავისზე ნაკლები დემოკრატიული სტანდარტის მქონე არჩევნები და პროცესები არ მიმდინარეობს“,-აცხადებს ვოლსკი.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტივენ ბიგანმა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და ქართულ - ამერიკული ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო რეგიონის ლიდერია.
მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ განაგრძობს დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას, ვინაიდან, სტივენ ბიგანის განმარტებით, საქართველოსთან ურთიერთობის მთავარი ამოსავალი დემოკრატიული იდეალებისადმი ერთგულებაა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.