საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 23:21 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ-ში, სოფელ ფარავანთან დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ პირველი მიწისძვრიდან თითქმის 40 წუთში განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ პირველი მიწისძვრიდან თითქმის 40 წუთში განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.