შს მინისტრი კრიმინალურ მდგომარეობაზე - ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს, ჩვეულებრივი თემაა
ინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, კრიმინალი ქვეყანაში ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს და ეს ჩვეულებრივი თემაა. ამ თემაზე კომენტარი მან ჟურნალისტებთან ახალხალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას გააკეთა.
"გაზრდილი კრიმინალი, შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით, გააჩნია, ზოგან გაზრდილია, ზოგან კლება, ეს ჩვეულებრივი თემაა. ეს ხდებოდა ყოველ წელს. ეს სულ მოხდება, ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს, ჩვეულებრივი თემაა, სტატისტიკა, კრიმინალი ხან იზრდება ხან აკლდება, - თქვა ვახტანგ გომელაურმა.სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ ბოლო 5 თვეში 23 ათასზე მეტი დანაშაული მოხდა, საიდანაც მხოლოდ 7 ათასამდეა გახსნილი. ოპოზიცია ამ ვითარებას უმძიმეს კრიმინალურ მდგომარეობად აფასებს.
ამ თემასთან დაკავშირებით კომენატრი პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს თანამედროვე მსოფლიოს სენია და საქართველოში ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვა ქვეყნებში არა. მისი თქმით, ზოგიერთ ტელევიზიას სურს, რომ კრიმინალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.