ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს - დაშავებულია ერთი მგზავრი
თავდასხმა ზუგდიდში - სოფელ ქვალონთან ხელკეტებითა და აგურებით შეიარაღებული ნიღბიანი პირები ავტობუსს დაესხნენ თავს, დაშავებულია ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, მას ქვა შუბლში მოხვდა
სატრანსპორტო კომპანია "გლობუსის" წარმომადგნლები თავდასხმას, რომელიც უკვე მეორედ მოხდა, შურისძიებას უკავშირებენ. მათი თქმით, კონკურენტი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის წარმომადგენლები მათ მგზავრებს ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ უსწორდებიან, რომ სამგზავროდ "გლობუსის" ტრანსპორტს ირჩევენ
"მიზანმიმართული იყო, ეს იყო გამიზნული მძღოლზე, რომ მძღოლი დაბნეულიყო და მომხდარიყო ავტოსაგზაო შემთხვევა. მიჰყავდა 30 კაცი და 30-ვე ადამიანს ემუქრებოდა საფრთხე. რა თქმა უნდა, კონკურენციაა, ჩვენი ავტობუსები არის გამართული, მოწესრიგებული ავტობუსები. ჩვენს კონკურენტებს ეს არ აწყობთ, ამიტომ მიდის ჩვენზე თავდასხმა, ეს არის მეორედ მომხდარი ფაქტი უკვე, - ამბობს ავტოსატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელი.
შემთხვევის შემდეგ თავდამსხმელები გაიქცნენ და ავარიაში მოყვნენ. პოლიციამ ამ დროს 2 სავარაუდო დამნაშავე დააკავა.
ამ კომპანიის ავტობუსზე თავდასხმის პირველი შემთხვევა 9 ივლისს, გვიან ღამით მოხდა. ზუგდიდი-თბილისის მომართულებით მოძრავ ავტობუსს გზა ნიღბიანმა პირმა სოფელ ცაიშშთან გადაუჭრა. მძღოლმა მოძრაობა შეანელა, რა დროსაც ნიღბიანმა ავტობუსს ქვები დაუშინა, წინა საქარე მინა ჩაუმტვრია და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.