05/08/201 027 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გედევან ფოფხაძე - ყველა განცხადება, რომელსაც სააკაშვილი აკეთებს, არის ივანიშვილის მხარდაჭერა

პარტიის „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ყველა განცხადება „ქართული ოცნების” სასარგებლოდაა.
ფოფხაძის თქმით, ქართველი ხალხი არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშს.
„მიმაჩნია, რომ ყველა განცხადება, რომელიც კეთდება სააკაშვილის მხრიდან, არის ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა და „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დატოვების მცდელობა. ამომრჩეველი არ დაუშვებს „ნაციონალების“ რევანშს, ეს ყველამ კარგად ვიცით.
მგონია, რომ ეს განცხადებები საბოლოო ჯამში არ იქნება აქტუალური იმიტომ, რომ ფორმულა - არა „ნაცების” რევანშს, მაგრამ „ოცნება” უნდა წავიდეს, არის მთავარი ფორმულა, რომლითაც უნდა ისარგებლოს ამომრჩეველმა. საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის არჩევანი იქნება გამომდინარე ამ პრინციპიდან: მიშას დაბრუნება არ შეიძლება, მაგრამ ივანიშვილი უნდა წავიდეს”,- განაცხადა ფოფხაძემ.
ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილონ, სააკაშვილმა თქვა, რომ „როგორ იქნება და რა იქნება, ამას გაარკვევს ქართველი ხალხი”.
„ყველა პარტია დაასახელებს თავის პრიორიტეტს და ამასაც ვნახავთ”,- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, შესაძლოა ის ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში პრემიერობის კანდიდატი იყოს.
„მე ვარ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი უკრაინაში. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ მე ახლა ვიღაცას შევატენო ჩემი თავი რაღაცის კანდიდატურად, სასაცილო და დამაბნეველია”,- განაცხადა სააკაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • პირველები - 4 დეკემბერი, 2022.
      8 საათზე, 4 დეკ
    • მთავარი 6-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      6 საათზე, 4 დეკ
    • ქრონიკა 5-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      5 საათზე, 4 დეკ
    • პირველები 3-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      3 საათზე, 4 დეკ
    • მთავარი 3-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      3 საათზე, 4 დეკ
    • მთავარი 12-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      12 საათზე, 4 დეკ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • პოლიტიკური კვირა - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • P.S. - 4 დეკემბერი, 2022. ომი უკრაინაში
      4 დეკემბერი
    • Post Factum - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • იმედის კვირა - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • დროება - 4 დეკემბერი, 2022. დროების ექსკლუზივი - სააკაშვილის ხმა „ვივამედიდან“
      4 დეკემბერი
    • დღის ამბები - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • დღის ამბები - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • მე- 17 სართული - 4 დეკემბერი, 2022. ეს ქვეყანა შენია”- შენ გაიზიარე პასუხისმგებლობა
      4 დეკემბერი
    • შუადღე live - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • ჩვენი ოჯახი - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • დილის შოუ - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • კონტექსტი - 3 დეკემბერი, 2022.
      3 დეკემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA