რომან გოცირიძე - პრეზიდენტი არის მოსიარულე, მოლაპარაკე და ახლა უკვე „მხატვარი საფრთხე“
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პრეზიდენტის დროშის დამტკიცების შემდეგ სალომე ზურაბიშვილს ახალი ეპითეტი დაემატა და ის „მხატვარი საფრთხეა“.
გოცირიძის თქმით, „სალომე ზურაბიშვილმა დახატა რაღაც დროშა, რომელიც ეწინააღმდეგება ზოგადსახელმწიფოებრივ სიმბოლიკას და უკვე პოლიტიკური ქილიკისა და დაპირისპირების საგანი ხდება“.
„როგორ შეიძლება პრეზიდენსტს ჰქონდეს საკუთარი დროშა? - დროშა არის ერთი, ეს არის სახელმწიფო დროშა. მისი გადაწყვეტილება ჯერ ერთი არის არაკონსტიტუციური და როდესაც პრეზიდენტზე ვიძახდით, რომ ის არის მოსიარულე საფრთხე, ანუ გადადგამს ფეხს და მერე მისი შეცდომები უნდა გამოასწოროთ, როდესაც ვამბობთ, რომ ის არის მოლაპარაკე საფრთხე, როდესაც ვამბობთ, რომ ის არის მწერალი საფრთხე, როდესაც რაიმე პოსტს დადებს და ხან ლიტერატურულად არის ჩასასწორებელი და ხან პოლიტიკურად, ახლა უკვე დაემატა ახალი ეპითეტი და ის არის მხატვარი საფრთხე. დახატა რაღაც დროშა, რომელიც უკვე ფაქტობრივად, ხდება პოლიტიკური ქილიკისა და დაპირისპირების საგანი და ასე ვთქვათ, ძალაუფლების შტოებში სეპარატულ კუნძულად წარმოაჩენს საკუთარ თავს და ეწინააღმდეგება ზოგადსახელმწიფოებრივ სიმბოლიკას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.